ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოკოითსა და მის პრემიერ-მინისტრს შორის ურთიერთობა დაიძაბა


კოკოითსა და მის პრემიერ-მინისტრს შორის ურთიერთობა დაიძაბა
კოკოითსა და მის პრემიერ-მინისტრს შორის ურთიერთობა დაიძაბა

ამის თაობაზე ამერიკის ხმისათვის კომენტარს აკეთებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტიძე. ბატონი ნიკას თქმით: -„ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ედუარდ კოკოთსა და მის პრემიერ მინისტრ ვადიმ ბროვცევს შორს ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა რუსეთის მიერ გამოყოფილი თანხის განაწილების გამო. ის თანხა, რომელიც გამოყოფილი იყო სამხრეთ ოსეთის ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის ფაქტიურად არაფერი გაკეთებულა. აქ დავა მიდის ფულის განაწილებაზე. ამას რა თქმა უნდა მოჰყვა მოსახლეობის უკმაყოფილება, რასაც ცხადჰყოფს ის ერთ-ერთი რუსული ორგანიზაცის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევა, რომლის თანახმადაც კოკოითის რეიტინგი არ აღემატება 8%. ეს შიდა არეულობა და დაძაბულობა თავის თავად ხელს უნდა აძლევდეს ქართველებსა და ოსებს შორის დიალოგის დაწყებას, თუმც აშკარაა, რომ რუსეთი ყველანაირად შეეცდება რომ ეს არ მოხდეს და ხელი შეუშალოს დიალოგის დაწყებას.“

XS
SM
MD
LG