ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ევროპის საჰაერო სივრცე გაიხსნა


<!-- IMAGE -->

ევროპის საჰაერო სივრცე გაიხსნა და რამდენიმე ავიარეისი განხორციელდა მას მერე, რაც ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო ევროპის რეისების უმეტესობა ხუთი დღე გადადებული იყო.

ევროპის საჰაერო მიმოსვლის კონტროლის სააგენტოს განცხადებით, დღეს ავიარეისების ნახევარზე მეტი აღდგება და თვითმფრინავები ჩვეული განრიგით გააგრძელებენ ფრენას.ამ წუთებშიც თვითმფრინავები პარიზიდან,მადრიდიდან, ფრანკფურტიდან და ამსტერდამიდან ჩვეულ რეჟიმში ასრულებენ საჰაერო რეისებს.

თუმცა აღსანიშნავია ისიც,რომ ინგლისში ავიამიმოსვლა კვლავ შეჩერებულია,რადგან ქვეყნის თავზე კვლავ ვულკანიდან ამოფრქვეული ფერფლის ღრუბელია.

გუშინ ბრიტანეთის საჰაერო მიმოსვლის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფრომაცია იმასთან დაკავშირებით,რომ ვულკანის აქტივობა გაიზარდა და სიტუაცია ცვალებადი იყო.

შეგახსენებთ,რომ გუშინ ევროკავშირის ქვეყნების მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება კონტინენტზე სამი უსაფრთხო ზონის შექმნასთან დაკავშირებით. ამ ზონების საშუალებით აღდგება გადადებული რეისები და მილიონობით მომლოდინე მგზავრი სასურველ ადგილამდე უსაფრთხოდ ჩაფრინდება

XS
SM
MD
LG