ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევა გაძლიერდა


ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევა გაძლიერდა
ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევა გაძლიერდა

ამის თაობაზე განცხადება გააკეთა ბრიტანეთის საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხოების ცენტრმა. განცხადებას წინ უძღვოდა ევროკავშირს ტრანსპორტის მინისტრთა ერთობლივი განცხადება საჰაერო მიმოსვლაზე განსაზღვრული შეაღუდვების მოხსნის შესახებ. ბრიტანეთის საჰაერო მიმოსვლის ცენტრის განცხადების თანახმად ამოფრქვეული ფერფლის ახალი ღრუბელი ბრიტანეთისკენ მოძრაობს. განცხადების თანახმად მდგომარეობა ცვალებადია. ევროკავშირის მინისტრებმა ევროპა საჰაერო მიმოსვლის სამ ზონად დაჰყვეს, რათა ამით შეამსუბუქონ იმ მილიონობით მგზავრის მდგომარეობა, რომლებზე იმოქმედა ამ მოვლენებმა. პირველ ზონაში დაშვებული იქნება ყოველგვარი საჰაერო მიმოსვლა, მეორე ზონაში მხოლოდ შეზღუდლი რაოდენობით იფრენენ თვითმფრინავები, ხოლო მესამეში კი საერთოდ იკრძალება ფრენა.

XS
SM
MD
LG