ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელები მთავრობით უკმაყოფილონი არიან


ამერიკელები მთავრობით უკმაყოფილონი არიან
ამერიკელები მთავრობით უკმაყოფილონი არიან

დამოუკიდებელი საკვლევი ორგანიზაციის განცხადებით, ამერიკელების უმრავლესობა უკმაყოფილონი არიან მთავრობის მუშაობით. ათიდან ორი ადამიანი არ ენდობა მთავრობას. ასეთი დაბალი რეიტინგი მთავრობას ბოლო 50 წელია არ ქონია.

მარტსა და აპრილში, 5 000 გამოკითხული ადამიანიდან მხოლოდ ერთმა მეოთხედმა განაცხადა, რომ ისინი ამერიკის კონგრესს პოზიტიურად უყურებენ.

პრეზიდენტ ობამას რეიტინგი წინა გამოკითხვასთან შედარებით უფრო მაღალია, თუმცა მხოლოდ 40 პროცენტი მიიჩნევს, რომ ამერიკის პირველი პირი მოვალეობებს კარგად უძღვება.

მთლიანობაში, გამოკითხულები აცხადებენ, რომ მთავრობას არასწორი პრიორიტეტები აქვს და არაეფექტურია.

XS
SM
MD
LG