ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაკრძალვის  ცერემონია პოლონეთში


დაკრძალვის  ცერემონია პოლონეთში
დაკრძალვის  ცერემონია პოლონეთში

<!-- IMAGE -->

პოლონეთის სამხრეთ რეგიონში მდებარე ქალაქ კრაკოვში დღეს პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის მარიას დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონია გაიმართა. პოლონეთის პრეზიდენტი, მისი მეუღლე და 96 სხვა პირი რუსეთში ავიაკატასტროფის შედეგად 10 აპრილს დაიღუპა.

ათასობით მგლოვიარემ დუმილით მიაგო პატივი დამკრძალავ კორტეჟს, რომელმაც პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ცხედრები წმინდა მარიამის ბაზილიკაში გადაასვენა, სადაც წირვა გაიმართა. შემდეგ პრეზიდენტი და მისი მეუღლე ვაველის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.

დღეს დილას სამხედრო თვითმფრინავი, რომელსაც ბატონ კაჩინსკისა და მისი მეუღლის ცხედრები გადაჰყავდა, პოლონეთის დედაქალაქიდან ვარშავიდან კრაკოვის მიმართულებით გაფრინდა. თვითმფრინავი დაბალ სიმაღლეზე განგებ მიფრინავდა ისლანდიაში ვულკანიდან გამოფრქვეული ნაცრის გამო, რომელმაც ჩრდილოეთ ევროპაში საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა.

დაკრძალვის ცერემონიით პოლონეთში გლოვის კვირა დამთავრდა. შაბათს ათასობით ადამიანი შეიკრიბა ვარშავის ცენტრალურ მოედანზე ავიაკატასტროფის მსხვერპლთა პატივის მისაგებად. სამგლოვიარო ცერემონიის დროს თითოეული მსხვერპლის სახელი ახსენეს.
მსოფლიო ლიდერები კრაკოვში დაკრძალვაზე დასასწრებად ჩასვლას აპირებდნენ, მაგრამ საშიში საფრენი პირობების გამო ბევრმა პოლონეთში გამგზავრება ვერ შესძლო.


XS
SM
MD
LG