ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოგადიშუში ნაღმი აფეთქდა


მოგადიშუში ნაღმი აფეთქდა
<!-- IMAGE -->

თვითმხილველთა ცნობით, სომალის დედაქალაქ მოგადიშუში ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ ცოტა რვა ადამიანი.
აფეთქება შაბათს მოგადიშუს ვაბერის უბანში მოხდა, პოლიციის განყოფილების მახლობლად. თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ აფეთქებაში დაიღუპა ხუთი უშიშროების სამსახურის თანამშრომელი და სამი სამოქალაქო პირი.

ამ ტერორისტულ თავდასხმაზე ჯერ არავის აუღია პასუხისმგებლობა, მაგრამ დაღუპულ პირთა მეგობრები და ნათესავები აღნიშნავენ, რომ აფეთქება ალ შაბაბის მეამბოხეთა ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული.

სომალის გარდამავალი მთავრობა ისლამისტურ მეამბოხეებს ებრძვის, რომლებსაც ქვეყანაში შარიათის ანუ ისლამური სამართლის დაწესებას სურთ.

შაბათს მემაბოხეებმა მოგადიშუს აეროპორტის მიმართულებით ნაღმი გაისროლეს. საპასუხოდ მთავრობის მომხრე სამხედრო შენაერთებმა და აფრიკის კავშირის მშვიდობისმყოფელებმა მეამბოხეებს ცეცხლი გაუხსნეს.

მოგადიშუდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, შეტაკების შედეგად დაიღუპა სულ ცოტა ათი ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები.



XS
SM
MD
LG