ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვულკანს ჯერ კიდევ ღვიძავს


ვულკანს ჯერ კიდევ ღვიძავს

<!-- IMAGE -->


ისლანდიის ვულკან ეჰ-ვაჰ-ლეი-ლუკის ამოფრქვევამ ავიადისპეჩერებს ევროპაში ბევრი პრობლემა შეუქმნა. გუშინ, ვულკანის ლავის კვამლის ჰაერში გავრცელების გამო 16.000 რეისი გადაიდო. ახლა კვამლი ევროპისკენ მიედინება და ვარაუდობენ, რომ ის ჩრდილოეთ იტალიას, ბრიტანეთს, სკანდინავიის ქვეყნებს, რუმინეთს, უნგრეთს, სლოვენიას, ხორვატიასა და შვეიცარიას დაფარავს.

გაუქმებული ფრენები ევროპული ავიაკომპანიებსთვის დღეში 200 მილონი დოლარის ზარალი მოქვთ, მგზავრები ამ დრომდე უმთავრეს აეროპორტებში, ფრანკფურტში, ლონდონში და რომში მოლოდინში რჩებიან.

ბილ მილერი ჩიფოეარ სამოგზაურო კომპანიის ვიცე-პრეზიდნეტია, მისი თქმით ზარალმა ბიზნესი სერიოზულად დააზარალა..

“ბრიტანეთის ჰიტროუს აეროპორტიდან ყველაზე მასშტაბური სატრანზიტო რეისები ხორციელდება. მისი გავლით ბევრი ჩრდილო-ამერიკული კომოპანია დაფრინავს. ფრანკფურტიდან ყველაზე მეტი ლუფთანზას თვითმფრინავი დაფრინავს. ევროპა უნიკალური იმ მხრივ, რომ იქიდან ბერვი დაბალ ფასიანი რეისი ხორციელდება. თქვენ იცით რომ , ევროპაში დღეში დაახლოებით 30.000 ფრენა ხორციელდება და ჩემი რწმენისთ მათი ნახევარი გაუქმებულია.”

ვულკანისგან გამოწვეული კვამლის გამო, ნორვეგიის პერმეირ-მინისტრმა იენს სტოლტენბერგმა სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო, ნიუ-იორკის აეროპორტში შეყოვნდა. ნორვეგიისკენ მიმავალ გზაზე კი ის მთავრობის საქმიანობას კომპანია ეფელის უკანასკნელი პროდუქტის, აიფედის მეშვეობით ადევნებდა თვალყურს.

ვულკანი საფრთხეს ქმნის არა მხოლოდ კვამლის გამო, არამედ მინის ნაწილაკებიანი კვამლის გამო, რომლებმაც შეიძლება თვითმფრინავის ძრავა, ნავიგაციის მოწყობილობა და ბევრი სხვა დეტალი დააზარალონ. ბილ ბურტონი გეოლოგი ამერიკის გეოლოგიის კვლევის ცენტრიდან ამბობს, რომ კვამლი თვითმფრინავისთვის სახიფათოა.

“თუ თვითმფრინავი ამ კვამლში გაივლის, ქვიშის შტორმის მსგავსი ეფექტი იქნება. მილიონობით წვრილი მძიმე სხეული შენი ხომალდის ძრავაში იყრება. კვარცის შემცველი კვამლი ასევე შეიძლება დადნეს, ძრავას მიემაგროს და შემდეგ ამას მისი ნაწილების დაკარგვა მოყვეს. ყველაფერ ეს შეიძლება კატასტროფული შედეგებით დამთავრდეს.”

მსგავსი რამ 1989 წელს, ავიაკომპანია კაელემის თვითმფრინავმა განიცადა. 231 მგზავრიანი ხომალი ალიასკის ვულკანის კვამლში გაეხვია, მან სიმაღლის დაკარგვა დაიწყო, პილოტებმა ძრავის აღდგენა ბოლო მომენტში შეძლეს და თვთმფრინავმა ალიასკაზე ავარიული დაჯდომა განახორციელა.

ვულკანის კვამლი მომწამვლელია ადამიანების, ცხოველთა და ფრინველთა სამყაროსთვის. საფრთხეს არა მხოლოდ შესუნთქვა ქმნის, არამედ მჟავის შემცველი წვიმია, რომელსაც კვამლში არსებული გოგირდი იწვევს.

ზოგიერთი ავიაკომპანია გაუქმებული ბილეთის თანხას უკან აბრუნებს, თუმცა გაუქმებული ბილეთების გამო დაკარგული მილიონების პარალელურად, ავიოკომპანიები თანხებს საწვავში, ეკიპაჟში და სხვა დანახარჯებში ზოგავენ. მგზარებს კი ლოდინის გარდა სხვა არაფერი დარჩენიათ.

XS
SM
MD
LG