ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდის ოპოზიცია ნებდება


ტაილანდის ოპოზიცია ნებდება
<!-- IMAGE -->


ტაილანდის ოპოზიციის ლიდერების განცხადებით ისინი პოლიციას მომავალ თვეს ჩაბარდებიან. მათ განაცხადეს, რომ დიქტატურის წინააღმდეგ მებრძოლი დემოკრატიული ფრონტის 24 მოთავე პოლიციაში 15 მაისს გამოცხადდება. მათ დამატებით არანაირი ახსნა-განმარტება არ გაუკეთებიათ.

ამავდროულად მათი თქმით, ბანგკოკის კომერციულ მოედანზე საპროტესტო აქცია გამარჯვებამდე გაგრძელდება. ლიდერებმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც ტაილანდი პრემიერ-მინისტრმა ვეჯაჯივამ დედაქალაქში წესრიგის დამყარება არმიას დაავალა, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ვერ შეძლო ლიდერების დაპატიმრება.


XS
SM
MD
LG