ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ბრალდება


ირანის ბრალდება
<!-- IMAGE -->


ირანის უმაღლესმა სულიერმა ლიდერმა შეერთებულ შტატებს მსოფლიოს ერთადერთი ბირთვული დამნაშავე უწოდა. მან ამის შესახებ თეირანში საერთაშორისო ბირთვულ უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ვაშინგტონი ერთი მხრივ ამბობს, რომ ბირთვულ იარაღს ეწინააღმდეგება, ხოლო მეორეს მხრივ არ ამცირებს თავის მარაგებს. მისი თქმით, ბირთვული იარაღის წარმაოებას ირანის რელიგიური კანონი კრძალავს. თეირანში საერთაშორისო ბირთვული უსაფრთხოების კონფერენცია ირანის პრეზიდენტის აჰმადინეჟადის თაოსნობით გაიხსნა.

მისი თქმით ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულება იმ ქვეყნებმა უნდა განიხილონ, ვინც ბირთვულ იარაღს არ ფლობს. ირანის ხელისუფლების ცნობით საერთაშორისო კონფერენციაში დაახლოებით 60 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. სირიის, ლიბანის და ერაყის დიპლომატებმა შაბათს განაცხადეს, რომ ირანს უფლება აქვს აწარმოოს ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი მიზნებისთვის.


XS
SM
MD
LG