ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპოზიციის ორგანიზატორი მიიმალა


ოპოზიციის ორგანიზატორი მიიმალა
ოპოზიციის ორგანიზატორი მიიმალა

<!-- IMAGE -->

ტაილანდის საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორმა ბანგკოკის სასტუმროდან მიმალვა მოახერხა როდესაც მის დაკავებას პოლიცია ცდილობდა.
ტაილანდის ტელევიზიით ნაჩვენებ კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ გადმოძვრა არისმან პონგრუანრონგი სასტუმროს მესამე სართლულის აივნიდან თოკის დახმარებით და საკუთარი მომხრეების მანქანით დატოვა სახიფათო ადგილი.

ამის შემდეგ წითელ მაისურიანთა ლიდერი დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე და მინიავტობუსის სახურავიდან ხალხს პრმიერ-მინისტრ აბისიტ ვეჯაჯივას მთავრობის დამხობისკენ მოუწოდა.
პოლიციას წითლების ორმა სხვა ლიდერმაც დააღწია თავი, როდესაც მათი დაკავების მსურველი სამართალდამცავები ხალხმა გაკოჭა.

მანამდე ტაილანდის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ დემოკრატიული პარტიის ლიდერთან ბარანჯურ სმუტჰარარაკთან ერთად საპროტესტო აქციების მონაწილენი და ოპოზიციის ლიდერები ტერორისტებად გამოახცადა და ხალხს დაშლისკენ მოუწოდა.
ტაილანდის ხელისუფლება ამ საქმის გამოძიებას აპირებს, თუ როგორ მოახერხეს ოპოზიციის ლიდერებმა უშიშროების ძალებით გარშემორტყმული სასტუმროდან თავის დაღწევა.


XS
SM
MD
LG