ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განადგურებული ვიდეო არქივი


განადგურებული ვიდეო არქივი
განადგურებული ვიდეო არქივი
<!-- IMAGE -->


შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ახლახანს გამოქვეყნებული ელფოსტის არქივი ამტკიცებს, რომ ამ ორგანიზაციის ყოფილი დირექტორის პორტერ გოსის დასტურით მოხდა იმ ვედეო კადრების განადგურება, რომლებზეც ორი ეჭვმიტანილის წყალში დახრჩობის იმიტაციით წამება იყო აღბეჭდილი.

განადგურებულ ვიდოკადრებზე ალ-ყაიდას წევრის აბუ ზუბეიდას წამება იყო ასახული 2002 წელს ამერიკის საზღვრებს გარეთ მდებარე ერთ-ერთ საიდუმლო ბაზაზე.

აქამდე ცნობილი იყო რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანის ხოსე როდრიგესის ბრძანებით მოხდა ამ კადრების განადგურება, რამაც მაშინდელი დირექტორის უკამყოფილება გამოიწვია.

წამების ამსახველი სიუჟეტის განადგურება იმ საბაბით მოხდა რომ ეს შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის საქმიანობას არცთუ ისე სასურველი კუთხით წარმოაჩენდა.


XS
SM
MD
LG