ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სკოლები ისლამური ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ


სკოლები ისლამური ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ
სკოლები ისლამური ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ
<!-- IMAGE -->

მელოდიური ზარი, რომელიც ბავშვებს გაკვეთილების დაწყების შესახებ ამცნობს, მიგვანიშნებს, რომ საქმე არაჩვეულებრივ სკოლასთან გვაქვს.

ეს სტამბოლში ფატიჰ იმამ-ჰატიფის სკოლაა.
მოსწავლეები უმეტეს დროს ყურანის გადაკითხვაში ატარებენ.
კვირაში 20 საათის განმავლობაში ისინი წმინდა წიგნს სწავლობენ და ბევრ მათგანს14 წლის სასულიერო პირის გზა აქვს არჩეული.

“მე აქ იმისთვის მოვედი რომ იმამი გავხდე. ეს ის არის, რაც ჩემს ოჯახს და მე დიდი ხანია გვინდა. რომ მოვდიოდი,ვიცოდი ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ ამ სკოლის პროგრამა ჩემს სულთან ყველაზე ახლოს დგას. პირველი მიზანი თეოლოგიის სწავლა და შემდეგ იმამობაა.”


ჩანის მასწავლებელი, აზმი დოგანი ხსნის რომ იმამ ჰატიფის სკოლები, 1923 წელს, რესპუბლიკის შექმნის შემდეგ, იმამების გასაზრდელად დაარსდა. მათ თურქეთში კერძო რელიგიური სკოლების შეცვალეს.

მაგრამ ქვეყნის ღვთისმოსავი მოსახლეობის მოთხოვნის საპასუხოდ, რომელსაც შვილების რელიგიურად აღზრდა სურს, სკოლების რაოდენობა 450-ამდე გაიზარდა, აქ განათლებას 120.000 ბავშვი იღებს.

დოგანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სკოლა არა ისლამის დამცველებს, არამედ მის უკეთ მცოდნეეებს ზრდის.

“ბავშვები ამ სკოლაში რელიგიური წარსულიდან მოდიან, მათ რწმენა აქვთ. ასე რომ აქ მათი ცოდნის ხაზგასმა ხდება, იმის მთლიანად გაგება თუ რას ნიშნავს ყურანი. ჩვენთან ისლამის გარდა, ქრისტიანობიდან ბუდიზმამდე ყველა რწმენის შესახებ ასწავლიან.”

სკოლის პროგრამა რელიგიური სწავლებების გარდა, მეცნიერებასა და სოციალურ სწავლებებს მოიცავს.

სკოლის დირექტორი, ჩავით ერდემი ამბობს, რომ საგნების ამგვარი კომბინაცია ქვეყნის რელიგიური მოსახლეობისთვის სკოლას უფრო მომხიბვლელს ხდის, ის საზოგადოების ერთობაში დიდ როლს ასრულებს.


“ სკოლის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვებს მეცნიერების, ადამიანობის, რელიგიისა და კულტურის სიყვარულით ზრდიან. აქედან გამომდინარე საზოგადოებაში მათი სრული ინტეგრაცია ხდება. რელიგიის სწავლების ჩვენი მეთოდი ძალადობის ეწინააღმდეგება, ტოლერანტობის მნიშვნელობას ქადაგებს და ცდილობს რელიგიის არასწორ ინტერპრეტაციას თავი დააღწიოს.”
მსგავსი კომბინაცია ავღანეთისა და პაკისტანის მთავრობების ინტერესსაც იწვევს. ავღანეთის განათლების მინისტრმა, ფარუქ ვარდაკმა აღნიშნა, რომ სკოლის მსგავსი მოდელი ავღანეთისთვის საუკეთესოა. თურქეთმა მზადყოფნა გამოთქვა დახმარება გაუწიოს ქვეყნის განათლების სისტემას.
პროფესორ ისტარ გოზაიდინის განცხადებით, რომელიც სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტში მოღვაწეობს, მსგავსი სკოლების დანერგვა ავღანეთსა და პაკისტანში თალიბთა და ალ-ყაიდას გავლენის თავიდან აცილების საუკეთესო გზაა.

როგორც ისლამის ექსპერტი, ის ამბობს, რომ იმამ ჰატიფის მოდელის სკოლები მეჩეთთან არსებული კერძო სკოლებისგან რელიგიური განათლების გადანაწილებას უწყობს ხელს და კონტრ ტერორიზმში ეს გადამწყვეტი მომენტია.

თუმცა არსებობს იმამ-ჰატიფის სკოლების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებაც, ბევრი მათში თურქეთის საერო მოწყობილობის საფრთხეს ხედავს. კრიტიკოსები მას პარალელური განათლების სისტემის შექმნაში ადანაშაულებენ, რომელიც საზოგადოებას 2 ნაწილად ყოფს.
მაგრამ მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ სკოლაში საეროობის დაცვაზე მკაცრი კონტროლია.
მოლაპარაკებები თურქეთისა და პაკისტან-ავღანეთის მთავრობებს შორის ახლაც მიმდინარეობს. იმამ-ჰატიფის მოდელის სკოლა შესაძლოა თურქეთის საუკეთესო ექსპორტი გახდეს, სურვილი მისი სისტემის გაცნობაზე უკანასკნელმა რუსეთმა გამოთქვა.



XS
SM
MD
LG