ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაკიევი ყაზახეთში გაფრინდა


ბაკიევი ყაზახეთში გაფრინდა
ბაკიევი ყაზახეთში გაფრინდა
<!-- IMAGE -->

დღეს ყირგიზეთის გადაყენებული პრეზიდენტის გამოსვლისას სროლა ატყდა. ქვეყნის სამხრეთში გაქცეული ყურმანბეკ ბაკიევი ქალაქ ოშში საკუთარ მომხრეებს სიტყვით მიმართავდა, როდესაც სროლის ხმა გაისმა. ბაკიევი უვნებელი გადარჩა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ სროლა თავად ბაკიევის დაცვამ ატეხა, როდესაც გადაყენებული პრეზიდენტის პოდიუმს ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფი მიუახლოვდა. ამ ინფორმაციის თანახმად, დაცვის წევრებმა ალყა შემოარტყეს პოდიუმს და ჰაერში გაისროლეს. შემდეგ ბაკიევი ავტომობილში ჩასვეს და ინციდენტის ადგილს გააშორეს. შემდეგ კი იგი ყაზახეთში გადააფრინეს

XS
SM
MD
LG