ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორ  კარდინის შეხვედრა სააკაშვილთან


სენატორ  კარდინის შეხვედრა სააკაშვილთან
სენატორ  კარდინის შეხვედრა სააკაშვილთან
<!-- IMAGE -->

გუშინ ვაშინგტონში შეერთებული შტატების სენატის ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარემ სენატორმა ბენჯამინ კარდინმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა: „მე ძალზე კმაყოფილი ვარ იმით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან საქართველოში არსებული ადამიანის უფლებების და დემოკრატიზაციის საკითხებთან დაკავშირებით გულახდილი საუბრის საშუალება მომეცა. ჩვენ ასევე ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაც განვიხილეთ და მე დავარწმუნე ბატონი სააკაშვილი იმაში, რომ ამერიკის კონგრესი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. შეერთებული შტატები არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას“. განაცხადა სენატორმა კარდინმა.

XS
SM
MD
LG