ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორი იქნება კაჩინსკის შემდგომი პოლონეთი?


როგორი იქნება კაჩინსკის შემდგომი პოლონეთი?
როგორი იქნება კაჩინსკის შემდგომი პოლონეთი?

<!-- IMAGE -->

პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ტრაგიკული დაღუპვა რუსეთის ტერიტორიაზე მსოფლიოს ახალი ამბების ნომერ პირველ თემას წარმოადგენს. თუმცა ანალიტიკოსები და ჟურნალისტები უკვე ცდილობენ პასუხი გასცენ კითხვებს, თუ რა იქნება ამის შემდეგ...ანუ როგორი იქნება კაჩინსკის შემდგომი პოლონეთი. „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციაც ამ კითხვებზე პასუხის მიღებას შეეცადა. აღსანიშნავია, რომ რეგიონში ერთადერთი ქვეყანა ვინც საერთო გლოვას არ შეუერთდა ბელარუსი იყო. სწორედ ამიტომ ჩვენს კითხვებს ცნობილი ბელარუსი პოლიტიკური მიმომხილველი რომან იაკოვლევსკი პასუხობს. შეკითხვაზე თუ რა გავლენას მოახდენს ლეხ კაჩინსკის მოულოდნელი დაღუპვა პოლონეთში პოლიტიკურ პროცესებზე ბატონმა იაკოვლევსკიმ განაცხადა, რომ უპირველესად, ეს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გადმოწევაა. „საერთოდ პოლონეთის ისტებლიშმენტში, რომელიც მუდამ შიდა პოლიტიკური სიმწვავით გამოირჩევა, მე ვფიქრობ რომ ეს ტრაგედია შიდა დაპირისპირების გაღვივების ნაცვლად, პოლონეთის შიდა სტაბილურობას შეუწყობს ხელს. მე მჯერა პოლონელების მაღალი კულტურის, და მათი ქცევა დღეს ბევრისთვის სამაგალითოა. ჩვენ გვახსოვს თუ როგორი დაპირისპირება იყო აწ განსვენებულ კაჩინსკის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრს შორის. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს ტრაგედია დიდ დაპირისპირებას გამოიწვევს. დაძაბულობა რასაკვირველია იქნება. მაგრამ არ იქნება ისეთ დონეზე, რომელიც პოლონეთის ან იმიჯს მიაყენებს ჩრდილს ან ვითარების დესტაბილიზებას გამოიწვევს.“ განაცხადა იაკოვლევსკიმ. მისი აზრით, არასწორია მოსაზრება, თითქოს, ლეხ კაჩინსკის დაღუპვა რეგიონში რუსული პოლიტიკური გავლენის გაზრდას შეუწყობს ხელს. „მე ვერ დავადასტურებ, რომ სწორედ კაჩინსკი ეწინააღმდეგებოდა რეგიონში რუსული გავლენის ზრდას. ის პირველ რიგში პოლონეთის ეროვნული ინტერესების აქტიური დამცველი იყო.რასაკვირველია ამით რუსულ ექსპანსიონიზმს ეწინააღმდეგებოდა. ასევე იყო საქართველოს დიდი მეგობარი. ამას არავინ უარყოფს. თუმცა, მე ვფიქრობ, ეს ტრაგიკული შემთხვევა, რუსულ-პოლონური ურთიერთობებში გადატრიალებას მოახდენს, ისე რომ ურთიერთოების დონე აიწევს და ატმოსფეროც გაუმჯობესდება. ამასთანავე მე ვხედავ, რომ პოლონელებთან ერთად, ამ ტრაგედიას ძალზედ მტკივნეულად განიცდიან რუსეთშიც. აქვე უნდა დავძინო, რუსეთისგან და რეგიონის სხვა მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ერთადერთი სახელმწიფო რომელიც საერთო გლოვას არ შეუერთდა ბელარუსი იყო. ეს კი, რომან იაკოვლევსკის თქმით, ბელარუს-პოლონეთის ურთიერთობებზე დადებითად არ აისახება. მისი თქმით, რასაკვირველია ეს არ იქნება „ცივი ომის“ მაგვარი დაძაბულობა, თუმცა ურთირთობების დათბობაზე ეს დადებით გავლენას ვერ იქონიებს. რაც შეეხება პოლონეთის პრეზიდენტის დაღუპვის საეჭვო ვერსიებს, რომან იაკოვლევსკისთვის კონსპირაციული თეორიების განვითარება მიუღებელია. ერთადერთი რაშიც ის დარწმუნებულია, ის არის, რომ კაჩინსკის დაღუპვის შემდეგ მორწმუნე ადამიანების რაოდენობა გაიზრდება, სხვადასხვა კონფესიებშიც კი. შეკითხვაზე, თუ რატომ არ შეუერთდა ბელარუსი საყოველთაო გლოვას, იაკოვლევსკიმ აღნიშნა, რომ ოფიციალური ვერსიით, ამის მიზეზი იყო ის, რომ ტრაგედია დაემთხვა ბელარუსში 4 დღიან დასვენებას. თუმცა იაკოვლესკი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ საბაბია. „ეს რაღაც არანორმალური აზროვნებაა, რა შუაშია დასვენების დღეეები გლოვასთან? გარდა ამისა, კიდევ ერთი დეტალი - ბელარუსულმა ტელევიზიამ, რომელსაც „რტრ ბელარუსი“ ქვია არ აჩვენა ფილმი „კატინი“. იმ დროს, როდესაც რუსეთის ტელევიზიებმაც კი დაუთმეს ეთერი ამ ფილმს. ამბობს იაკოვლევსკი. ყოველივე ამის შემდეგ, მითია თუ არა ევროკავშირსა და ბელარუსს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება. რომან იაკოვლესკიმ განაცხადა: „არა,მითი არ არის. გაუმჯობესების ნიშნები არსებობდა. ამასთანავე უნდა გვახსოვდეს, რომ ბელარუსის აღმოსავლეთ პარტნირობის პროექტში ჩართვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ვარშავამ და დღესაც დიდ როლს ასრულებს. ვფიქრობ, რომ ეს აქტიურობა კიდევ უფრო გაძლიერდება, თუმცა არა ლუკაშენკოს სასარგებლოდ.“ განაცხადა იაკოვლევსკიმ. ბელარუსი პოლიტიკური მიმომხილველი დარწმუნებულია, რომ ლეხ კაჩინსკის დაღუპვა ასევე ვერანაირ ცვლილებას ვერ შეიტანს შეერთებული შტატების ევროპულ რაკეტსაწინააღმდეგო გეგმაში.


XS
SM
MD
LG