ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირთვულ საკითხზე გამართული საერთაშორისო სამიტის  შედეგები


ბირთვულ საკითხზე გამართული საერთაშორისო სამიტის  შედეგები
ბირთვულ საკითხზე გამართული საერთაშორისო სამიტის  შედეგები
<!-- IMAGE -->

ვაშინგტონში ბირთვულ საკითხზე გამართული საერთაშორისო სამიტის 47 მონაწილემ ოთხი წლის განმავლობაში ბირთვული მასალების უსაფრთხოებაზე იტვირთა პასუხისმგებლობა. ისინი ამით ბირთვული ტერორიზმის შესაძლებლობას უპირისპირდებიან. პრეზიდენტმა ობამამ ამ მიზანს „გაბედული და პრაგმატული“ უწოდა. მისი თქმით, ამ მიზნის მიღწევა სავსებით შესაძლებლია. სამიტის შედეგად მიღებულ კომუნიკეში, მონაწილე ქვეყნების ლიდერები აღიარებენ, რომ ბირთვული ტერორიზმი საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს და მის თავიდან ასაცილებლად ეფექტური უსაფრთხოების ზომებია მისაღები.
სამიტის დასკვნით დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ „ცივი ომის“ დასრულების 20 წლისთავზე, მსოფლიო სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. მისი თქმით ისეთი ტერორისტული ჯგუფი, როგორიც „ალ-ყაიდაა“, თუკი შეძლებს ბირთვული იარღის მოპოვებას აუცილებლად გამოიყენებს კიდეც.
„ყველაფერ ამას კი სხვა რაღაც სჭირდება, ის რაც ყველაზე უფრო ფუნდამენტურია. ამას სჭირდება სხვაგვარი აზროვნებით მიდგომა, ყველა სახელმწიფოს, ასევე ყველა პარტნიორის ძალის მოხმობა, რათა გავაკეთოთ ის, რაც ამ მომენტში ისტორიულ აუცილებლობას წარმოადგენს“
განაცხადა პრეზიდენეტმა ობამამ.
სამიტზე მიღებულ საბოლოო კომუნიკეში კონფერენციის მონაწილეები 2014 წლამდე ბირთვული მასალების უსაფრთხოების პირობას დებენ.

ასევე ისინი აცხადებენ, რომ ხელს შეუშლიან არასახელმწიფო აქტორების მიერ იმ სახის ინფორმაციის ან ტექნოლოგიების მოპოვებას, რომელიც ბირთვული მასალების გამოყენებისთვის არის საჭირო.
პრეზიდენტმა ობამამ ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ განხილვების ერთ-ერთი მთავარი თემა ირანის წინააღმდეგ სანქციების საკითხში ჩინეთის დამოკიდებულება იყო.
„მე ვფიქრობ, რომ ეს მოლაპარაკებები რთული იქნება და მე ვაპირებ, რომ ხელი შევუწყო ძლიერი სანქციების დაწესებას ირანისათვის. რამდენადაც ის თავის ბირთვული პროგრამის გათვლებს აწარმოებს და ეს სანქციები დროულად უნდა იყოს დაწესებული.“
განაცხადა პრეზიდენტამ ობამამ.
დარილ კიმბელი შეიარაღების კონტროლის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორია. მისი თქმით, მომავალი ბირთვული სამიტი 2012 წელს გაიმართება და მონაწილეებს შეეძლებათ უკვე მიღწეული პროგრესის შეფასება.
„ეს რეალურად ასახავს იდეების და ინიციატივების მრავალფეროვნებას და ეს სამუშაო გეგმა ამ სხვადასხვა იდეისსგან შედგება, რომლებიც საბოლოო ჯამში ყველა მონაწილე ქვეყნისთვის ერთ საერთო გეგმას წარმოადგენს.“ აცხადებს კემბელი. რამდენიმე სახელმწიფომ კონფერენციაზე ინდივიდუალური დაპირებები დადო. კერძოდ, მ 2012 წლისთვის, უკრაინა დაგროვებული გამდიდრებული ურანის განადგურებას მოახდენს. ასევე რუსეთი და შეერთებული შტატები ბირთვული იარაღისთის განკუთვნილ 68 ტონა პლუტონიუმს გაანადგურებენ.
ლევან ღირსიაშვილი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი

XS
SM
MD
LG