<!-- IMAGE -->
ამერიკაში ჟურნალისტიკის დარგში დაწესებული ამ ყველაზე პრესტიჟული პრემიის საკვლევი ჟურნალისტიკის ნომინაციაში გაიმარჯვა შერი ფინკმა გაზეთ „ნიუ იორკ ტაიმსში“ დაბეჭდილი სტატიისთვის, რომელიც ქარიშხალი კატრინას მძვინვარების დროს, მედპერსონალის მიერ კრიტიკულად დაავადებული პაციენტებისთვის ლეტალური მედიკამენტების მიცემას ეხებოდა.
საერთაშორისო ამბების ნომინაციაში გაიმარჯვა გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტმა ენთონი შადიდმა ერაყში არსებული სიტუაციის გაშუქებისთვის.
საუკეთესო ფოტიოგრაფიისთვის ჯილდო კი გაზეთ „დენვერ პოსტის“ ფოტოგრაფმა კრეიგ ვაკერმა დაიმსახურა ერაყში მომსახურე ახალგაზრდა ამერიკელი ჯარისკაცის ცხოვრების ამსახველი ფოტორეპორტაჟისტვის.