ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის სტრატეგია 


ჩინეთის სტრატეგია 
<!-- IMAGE -->

ჩინეთი ირანთან ორმაგი გზით მიდგომის სტრატეგიას უჭერს მხარს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ პეკინს თეირანთან დიალოგის გამთვა სწადია, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ დიპლომატია სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს, სანქციებს დაუჭერს მხარს.

პრესმდივნის თქმით, ჩინეთი არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ირანი მხოლოდ სანქციებისა და ზეწოლის შედეგად დაჰყაბულდება ბირთვულ პროგრამაზე მუშაობის შეწყვეტას.

თუმცა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო თვლის, რომ ჩინეთი ალბათ თავს შეიკავებს ამერიკის მიერ ირანის წინააღმდეგ შეთავაზებული ახალი დამსჯელი ზომების მხარდაჭერისგან. სამინისტროს პრეს-მდივნის რამინ მეჰმანპარასტის თქმით, ირანი ჩინეთის განცხადებას ამერიკისგან განსხვავებულ ინტერპრეტაციას უკეთებს.


XS
SM
MD
LG