ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთის პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგეს


პოლონეთის პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგეს
პოლონეთის პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგეს

ამერიკის პრეზიდენტმა და ბირთვულ სამიტში მონაწილე სხვა ქვეყნების ლიდერებმა დღეს წუთიერთი დუმილით პატივი მიაგეს პოლონეთის პრეზიდენტისა და ავიაკატასტროფაში დაღუპული სხვა სახელმწიფო ლიდერების ხსოვნას.

ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი ძალიან დაამწუხრა და შეაშფოთა პოლონელი ლიდერის გარდაცვალებამ. მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტ კაჩინსკის სიკვდილი არა მარტო პოლონელი ხალხის ტრაგედიაა, არამედ დიდი დანაკლისი მთელი მსოფლიოსთვის.

პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ამ წუთებში საერთაშორისო საზოგადოება გვერდში უდგას პოლონელ ხალხს, რომელსაც თავისი ისტორიის მანძილზე არაერთხელ გამოუვლენია განსაკუთრებული ძალა და სიმტკიცე.

XS
SM
MD
LG