<!-- IMAGE -->რუსეთის ოფიციალური
პირების განცხადებით, მოსკოვის ერთ-ერთი მოსამართლე საკუთარ სახლთან მოკლეს. გამომძიებლების
თქმით, მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ედუარდ ჩუვაშოვი დღეს დილას საკუთარი
სახლის კიბეებზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
ჩუვაშოვი რამდენიმე გახმარურებულ საქმეზე მუშაობდა, მათ შორის თებერვალში მან სკინჰედების დაჯგუფების წევრებს განაჩენი გამოუტანა რასობრივი მოტივაციით ჩადენილი მკვლელობების გამო.ჩუვაშოვის მკვლელობასთან დაკავშირებით სამართალდამცველებს ჯერ არავინ დაუპატიმრებიათ.