ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა გამდიდრებული ურანის მარაგს გაანადგურებს


უკრაინა გამდიდრებული ურანის მარაგს გაანადგურებს

აშშ აცხადებს, რომ 2010 წლამდე უკრაინა აპირებს გაანადგუროს გამდიდრებული ურანის მარაგი.

ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ვაშინგტონში ამერიკის პრეზიდენტი უკრაინელ ლიდერს შეხვდებოდა.

პრეზიდენტი ობამა პრეზიდენტ იანუკოვიჩს ბირთვული სამიტის გახსნამდე შეხვდა. ამ ძალისხმევისთვის, თეთრი სახლის ინფორმაციით აშშ უკრაინას ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს.

დღეს სამიტის გახსნამდე, პრეზიდენტი ობამა რამდენიმე ქვეყნის ლიდერს შეხვდა.

იორდანიის მეფე აბდულასთან შეხვედრისას, პრეზიდენტმა ობამამ ხაზი გაუსვა საერთაშორისო ძალისხმევის მნიშვნელობას, რომელიც ირანს დააძალებს საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს.

XS
SM
MD
LG