ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლაპარაკებები ყირგიზეთის მთავრობასთან


მოლაპარაკებები ყირგიზეთის მთავრობასთან
მოლაპარაკებები ყირგიზეთის მთავრობასთან

<!-- IMAGE -->


ყირგიზეთის დროებითი მთავრობის წევრები გაეროს, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრებსა და რუს დიპლომატებს ხვდებიან.

საზოგადოება გასული კვირის შეტაკების შემდეგ დაძაბულობის განმუხტვას მოელის. ბიშკეკის პროტესტს 80 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სიტუაციის გამწვავებამდე, პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში გადაინაცვლა. ის უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ძალის გამოყენების ბრძანება გასცა. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება დროებით მთავრობის დე ფაქტო ცნობას განაგრძობს, ბაკიევი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

პრეზიდნეტის შესახებ ურთიერთ გამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. ზოგიერთი წყარო ადასტურებს ფაქტს, რომ ის ქვეყნის დატოვების შესაძლებლობას განიხილავს, თუმცა თავად მან ჯალალაბადში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას ქვეყნის დატოვების ფასი, არაფერი გაუკეთებია.
დროებითი მთავრობის წევრები ამბობენ, რომ ისინი მზად არიან არ გამოიყენონ ძალა პრეზიდენტ ბაკიევის წინააღმდეგ, მაგრამ გარდაცვლილთა ნათესავების შურისძიებაზე პასუხს არ აგებენ.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დროებითი მთავრობის ლიდერს, როზა ოტუნბაევას ტელეფონით თავად დაუკავშირდა, ადამიანური დახმარება შესთავაზა და მოუწოდა პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისკენ.

მაგრამ ამერიკამ შეაჩერა დროებითი მთავრობის ცნობის პროცესი. კლინტონის თანაშემწე სამხრეთ და შუა აზიაში, რობერტ ბლეიკი ბიშკეკშია.

მიუხედავად იმისა, რომ ყირგიზეთი პატარა და ღარიბი ქვეყანაა, 5 მილიონზე ოდნავ მეტი მოსახლეობით, მას სტრატეგიული მნიშვნელობა ქვს. ამერიკასა და რუსეთს მის ტერიტორიაზე საჰაერო ბაზები აქვთ განლაგებული. მანასის აეროპორტი, ავღანელი თალიბების წინააღმდეგ ნატოს კამპანიისთვის, საკვანძო ლოჯისტიკური ბაზაა.

პრეზიდენტ ბაკიევს ქვეყანაში ბევრი მოწინააღდმეგე ყავს, მას ბრალს დებენ კორუფციული რეჟიმის ჩამოყალიბებაში და მთავრობაში ძალაუფლების საკუთარ ნათესავებზე გადანაწილებაში. თუმცა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, სადაც ის ახლა იმყოფება, მას ხალხის მხარდაჭერა აქვს, მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ 5 წლიანი მმართველობის შედეგად ბაკიევმა ყირგიზეთში ცხოვრების დონის გაუმჯობესება შეძლო.



XS
SM
MD
LG