ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ჟურნალისტების მკვლელობის ფაქტები გამომჟღავნდა


ერაყში ჟურნალისტების მკვლელობის ფაქტები გამომჟღავნდა
ერაყში ჟურნალისტების მკვლელობის ფაქტები გამომჟღავნდა
წელს ბაღდადის ქუჩაში მოსიარულე ხალხის თავზე 2 ვერტმფრენი ტრიალებდა. მათ ამერიკის სახმელეთო ჯარების დასახმარებლად მოუხმეს. შეირაღებულმა პირმა სროლის ნებართვა იკითხა.

"26-ე, მე-18 კეგითხება, ვესროლო 5-6 ადამიანს?”

ამერიკლემა სამხედროებმა თქვეს, რომ მამაკაცები შეიარაღებულები იყვნენ და სროლის ნებართვა მიიღეს, შემდეგ ისროლეს.

ინციდენტისას 12 ადამიანი დაიღუპა. ვიკილიკსმა, ჯგუფმა რომელმაც ვიდეო გადაიღო, 2 ადამიანი ამოიცნო, როიტერის ფოტორეპორტიორი და მისი მძღოლი. ამერიკის სამხედრო ნაწილი ვიდეოს ავთენტურობას ადასტურებს, მაგრამ დაღუპული 2-ის ვინაობა არ დასტურდება. თეთრი სახლი პრეს სპიკერი რობერტ გიბსი აცხადებს, რომ ვიდეო ჩანაწერი ბუნდოვანია.

"გამოსახულება აშკარად გრაფიკულია, საშინლად ტრაგიკულია ეს ყველაფერი.”

ვიდეო ჩანაწერმა კვლავ წამოწია ომის დროს სამოქალაქო პირთა დაცვის საკითხები და მისი კანონით რეგულირება. ინციდენტთან დაკავშირებით, ამერიკის სამხედრო ანგარიშში ნათქვამია, რომ სამხედროები საშიშ სიტუაციაში სათანადოდ მოქმედებდნენ. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ჭურვები და შეიარაღებული მანქანები აღმოაჩინეს.

თუმცა ბევრი მიიჩვენს, რომ სამხედროებს ვიდეო კამერა იარაღში აერიათ.

ინცინდენტი ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ აჯანყების პერიოდს დაემთხვა. ანალიტიკოსი თავდაცვის სფეროში მაიკლ ო ჰანლონი ვაშინგტონის ბრუკინგსის ინსტიტუტიდან ამბობს:

“მტერი ნებისმერი ბრძოლის ველზეა, ეს ნიშნავს რომ თუ შენ უბედურება შეგემთხვევა, როგორც დასავლეთიდან მოსულს, პოტენციური დახმარება სადმე ახლოს უნდა იყოს. ეს დამაჯერებელი იყო, მაგრამ ამასთანავე ნიშნავდა რომ თუ შენ ამოუცნობი იყავი, დანახვიდან მალევე, მეგობრული გასროლა პოტენციურად შენს წინააღმდეგ შესაძლებელი იყო.”

ერაყელი ჟურნალისტი ამბობს, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ომის დროს, სამოქალაქო პირების მიმართ არსებულ ძალადობას. “ბოლო დანაშაული შეიძლება ამერიკლი სამხედროების მიერ ჩადენილ დანარჩენებს მივაწეროთ ერაყელი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო პირების მიმართ. არიან ჯარისკაცები, რომლებიც წარმოუდგენელ სისასტიკეს იჩენენ ზემოაღნიშნული ხალხის მიმართ.” როიტერის მთავარმა რედაქტორმა ინციდენტს იმ ექსტრემალური საფრთხის სიმბოლო უწოდა, რომლის წინაშეც ჟურნალისტები ომის დროს იმყოფებიან. საინფორმაციო სააგენტო ამერიკელი სამხედროებისგან ფაქტის გამოძიებას მოითხოვს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG