ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბიშკეკში დაღუპულებს გლოვობენ


ბიშკეკში დაღუპულებს გლოვობენ

<!-- IMAGE -->

ყირგიზეთის დედაქალაქში ათასობით ადამიანი იმ მიზნით შეიკრიბა,რომ ოპოზიციის მიტინგების დროს დაღუპული 75 ადამიანი იგლოვოს.

ბიშკეკში გამართულმა ბოლოდროინდელმა სახალხო გამოსვლებმა ქვეყნის მთავრობა დაამხო, პრეზიდენტმა კი თავს გაქცევით უშველა.

საყოველთაო სამგლოვიარო პროცესი დღეს ქალაქის ცენტრში გაიმართა. ბიშკეკელები პრეზიდენტის გადამწვარი ადმინისტრაციის წინ შეიკრიბნენ და ილოცეს.

მთელი ღამე ბიშკეკში სროლის ხმა ისმოდა. პოლიციასა და მთავრობის მხარდამჭერთა შორის შეტაკებების დროს რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.

შეგახსენებთ,რომ გუშინ ყირგიზეთში დროებითი მთავრობა შეიქმნა ,რომელსაც სათავეში ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი როზა ოტუნბაევა ჩაუდგა.თავად პრეზიდენტი კურმანბეკ ბაკიევი ამჟამად ქვეყნის სამხრეთ ნაწილს აფარებს თავს.მისი განცხადებით,იგი არ აპირებს გადადგომას და არც ქვეყნიდან წასვლას გეგმავს.


XS
SM
MD
LG