ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთის ოპოზიცია ამტკიცებს, რომ იგი მთავრობას აკონტროლებს


ყირგიზეთის ოპოზიცია ამტკიცებს, რომ იგი მთავრობას აკონტროლებს
ყირგიზეთის ოპოზიცია ამტკიცებს, რომ იგი მთავრობას აკონტროლებს

ყირგიზეთში პოლიტიკურ დაპირისპირებაში დაღუპულთა რაოდენობა 65-თ კაცამდე გაიზარდა. 400 კაცი დაიჭრა. ოპოზიციამ დაიკავა პრეზიდენტის სასახლე და უკვე გააკეთა განცხადება დროებითი მთავრობის შექმნის თაობაზე, რომელსაც სათავეში უდგას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი როზა ოტუმბაევა. ოტუმბაევამ სახელმწიფო რადიოსადმი მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ხელისუფლება სახალხო მთავრობის ხელშია. ოპოზიციის განცხადების თანახმად აწმყო პრემიერ-მინისტრი გადადგა. ეს განცხადება დამოუკიდებელი წყაროებით არ ყოფილა შემოწმებული. ოფიციალური განცხადებების თანახმად ყირგიზეთის პრეზიდენტი ყურმან ბეკ ბაკიევი ქვეყნის სამხრეთში, კერძოდ ქალაქ ოშში იმყოფება. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ დაიღუპა არა 65, არამედ სულ მცირე 100 კაცი.

XS
SM
MD
LG