ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ვენესუელის შეიარაღებაზე 5 მილიარდ დოლარს დახარჯავს


რუსეთი ვენესუელის შეიარაღებაზე 5 მილიარდ დოლარს დახარჯავს
რუსეთი ვენესუელის შეიარაღებაზე 5 მილიარდ დოლარს დახარჯავს

<!-- IMAGE -->

რუსეთის პრემიერ მინისტრის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთი ვენესუელას 5 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო შეიარაღებას მიაწვდის.

განცხადება ამასთან დაკავშირებით ბატონმა პუტინმა დღეს მოსკოვში გააკეთა ვენესუელიდან დაბრუნების შემდეგ.

გასულ კვირას ვენესუელაში სტუმრობისას ბატონმა პუტინმა ვენესუელის მთავრობას ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის გეგმასთან დაკავშირებით დახმარება აღუთქვა.

ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა გასულ პარასკევს განაცხადა, რომ ბირთვული ელექტროსადგურის მთავარი მიზანი იქნება ბირთვული ენერგიის წარმოება „მშვიდობიანი მიზნებისთვის“ და არა ბირთვული შეიარაღების შექმნა.

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ბატონმა ჩავესმა რუსეთთან მჭიდრო კავშირები დაამყარა. აღსანიშნავია, რომ მისმა მთავრობამ რუსეთის შეიარაღებაზე უკვე 4 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. ვენესუელისთვის სამხედრო დანიშნულების აღჭურვილობის მთავარი მომმარაგებლები ჩინეთი და რუსეთი არიან.

შეერთებული შტატების მთავრობამ წარსულში გააფრთხილა ვენესუელა გამალებული შეიარაღებისგან და აღნიშნა, რომ ვენესუელის მოქმედება რეგიონალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

XS
SM
MD
LG