ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადამინთა ტრაფეკინგის პრობლემები


ადამინთა ტრაფეკინგის პრობლემები
ადამინთა ტრაფეკინგის პრობლემები

<!-- IMAGE -->

ამერიკელი ბორტ გამცილებლები გასნაკუთრებულ წვრთნებს გადიან ადამიანის ტრეფიკინგთან დაკავშირებით. მათი გონება გამახვილებულია საეჭვომგზავრების ამოცნობაზე. ავიაკომპანია „ამერიკან ეირლაინსის" გამცილებელი სანდრა ფიორინი იხსენებს ერთ ფაქტს:

იყო შემთხვევა როდესაც თვითმფრინავში ამოვიდა 18 წლის ბიჭი ახალ დაბადებულ ჩვილთან ერთად, ცოლი მას არ ახლდა, ჯიბეში ედო ბავშვის ორი სახვევი, და რძის ბოთლი.

სანდრა ფიორინი თვად დედაა და გამცილებლის 39 წლიანმა გამცოდილებამ ასწავლა თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება: დედობრივი გამოცდილებიდან გამომდინარე საეჭვო დეტალს მაშინვე ამჩნევ. განსაკუთრებით კი როდესაც ბავშვზე საუბარია.

წარსულში ფიორინი არაერთხელ შეეცადა მსგავსი ფაქტი პოლიციისთვის შეეტყობინებინა მაგრამ სამწუხაროდ პოლიციამ არაერთხელ დასტოვა გამოცდილი გამცილებლის გაფრთხილება უყურადღებოდ. თუმცა ყველაფერი შეიცვალა როდესაც სანდრა ორგანიზაცია უმანკობა საფრთხეშია დამაარსებელს დებორა სიგმუნდს შეხვდა. ქალბატონი დებორა ტრეფიკინგს თანამოდეროვე მონობას უწოდებს.

ორგანიზაციამ ბორტის გამცილებელს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა თუ როგორ უნდა ამოიცნო ადამიანის ტრეფიკინგის ფაქტი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი მსგავს შემთხვევაში ორგანიზაციას გააჩნია ცხელი ხაზი.

ადრე ვერავის ვერ დაურეკავდი, პოლიცია არ რეაგირებდა , ახლა კი დარეკავ, დააფიქსირებ ამათუიმ საეჭვო ფაქტს და საპასაუხო რეაქციასაც იღებ, გასასვლელთან პოლიცია დგას. ცდ

ორგანიზამ აცხადებს რომ ქალი, ახალგაზრდა გოგონა და ახალგაზრდა ბიჭიც კი შეიძლება ტრეფიკინგის მსხვერპლი.

ტრეფიკინგი ყველგან ხდება, მსოფლისო ნებისმიერ ქვეყანაში, შეერთებულ შტატებშიც კი. ეს რამდენიმე მილიარდიანი ინდუსტრიაა.ცდ

ამის ფონზე ფიორინი თავის გამოცდილებას და ახალ შეძენილ ცოდნას ბორტის გამცილებლებს უზიარებს, არიგებს ბრიშურებს და სამაჯურებს სადაც ამოტვიფრულია ცხელი ხაზის ნომერი.

დებორა სიგმუნდის ორგანიზაციამ ამ პრობელმის აღმოსაფხვრელად კონგრესიც კი ჩარია.

ამჯამად დავიწყეთ თანამშრომლობა კონგრესთან, ადამინის უფლებების დამცველ კომისიასთან, და მე დარწმუნებული ვარ დადებით შედეგს გამოიღებს ჩვენი ეღიანი ძალებით ბრძოლა. ცდ

ორგანიზაციის სამომავლო მიზანია რომ ეს განმანათლებელი ბროშურები თვითმფრინავის ყველა სკამის ჯიბეში მოხვდეს. მგზავრები გაეცნობიან ბროშურას, მიიღებენ ცოდნას ტრეფიკინგის ირგვლივ და საეჭვო შემთხვევაში ბორტის გამცილებელს აცნობენ ამათუიმ ფაქტს. ქალბატონი ფიორინი იმედოვნებს რომ როდესაც მგზავრი მიიღებს ამ ცოდნას, უყურადღებოდ არ დატოვებს.

XS
SM
MD
LG