<!-- IMAGE -->
რუსეთის ოფიციალურ პირთა განცხადებით,დღეს დეღესტანში -ჩეჩნეთის საზღვართან ახლოს კამიკაძე ტერორისტმა თავი აიფეთქა. აფეთქებას ორი პოლიციის ოფიცერი ემსხვერპლა, დაიჭრა სამი.
ტერაქტის სამიზნე ქალაქ კარაბულაკის პოლიციის შენობა გახლდათ,რომელიც დაღესტანის დედაქალაქიდან 20კილომეტრითაა დაშორებული.
ერთი საათის შუალედით ამავე შენობასთან დანაღმული მსუბუქი ავტომანქანა აფეთქდა.თუმცა მსხვერპლის შესახებ რუსულ საინფორმაციო საშუალებებს არანაირ ინფორმაციას არ გაუვრცელებიათ.
აღსანიშნავია,რომ გასულ სამშაბათს მოსკოვის მეტრო სადგურებში განხორციელებული აფეთქებების შემდეგ რუსეთში მთელ რიგ ტერორისტულ აქტებს ჰქონდა ადგილი.