ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში აფეთქებამ 30 ადამიანი იმსხვერპლა


ბაღდადში აფეთქებამ 30 ადამიანი იმსხვერპლა
<!-- IMAGE -->


ერაყის ოფიციალური პირების განცხადებით, დღეს ბაღდადის ცენტრალურ ნაწილში სამი აფეთქების შედეგად სულ ცოტა 30 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაიჭრა.


ერაყის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ორი აფეთქება ირანისა და ეგვიპტის საელჩოებთან ახლოს მოხდა.
პოლიციის ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტებმა ავტომანქანებში დამონტაჟებული ბომბები თითქმის ერთდროულად ააფეთქა.

აფეთქებების ტალღამ შესძრა შენობები და ჩაამსხვრია ფანჯრები.

გასულ თვეს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს იყო პირველი ტერორისტული აქტი ერაყის დედაქალაქში.

ბაღდადის უშიშროების სამსახურის უფროსის ქასემ მოჰამედ ატას განცხადებით, არსებობს იმის საშიშროება, რომ არჩევნების შედეგებით გამოწვეული პოლიტიკური დებატების ფონზე და ახალი კოალიციური მთავრობის შექმნის პარალელურად მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბება.

შაბათს ერაყის სამხედროებმა ბაღდადის მახლობლად მდებარე სოფელ ბოუ საიფიში კომენდანტის საათი დააწესეს მას შემდეგ,რაც ერთი დღით ადრე სამხედრო ფორმებში გამოწყობილმა უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა სულ ცოტა 24 ადამიანი მოკლეს.



XS
SM
MD
LG