ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაშველები  მაღაროელებს დაეძებენ


მაშველები  მაღაროელებს დაეძებენ
მაშველები  მაღაროელებს დაეძებენ
<!-- IMAGE -->

ჩინეთის მედიის განცხადებით, მაშველებისა და მყვინთავების ჯგუფი დღეს დატბორილი ქვანახშისის მაღაროში ჩავიდა, სადაც გასულ კვირას 153 მაღაროელი ჩაიხერგა.

ჩინეთის ოფიციალური საინცორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის შანხის პროვინციაში დატბორილ მაღაროში დღეს 13 მაშველი, მათ შორის ექვსი მყვინთავი ჩაუშვეს. მაშველების ერთმა ჯგუფმა ლითონის მილზე კაკუნის ხმა გაიგო, მეორე ჯგუფმა კი განაცხადა, რომ მათ ადამიანების ყვირილი მოესმათ.

დღეს ჩინეთის დროით შუადღის 12 საათისთვის მაღაროდან გამოსული ხმა შეწყდა.

გასულ კვირას მაღაროს დატბორვის შედეგად, 238 მაღაროელი ჩაიხერგა მიწის ქვეშ. აქედან 100-ზე მეტმა მაღაროელმა გამოსვლა მოახერხა, დანარჩენების გადასარჩენად კი სამაშველო ოპერაცია კვლავ მიმდინარეობს.

ჩინეთის ქვენახშირის მაღაროები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში მაღაროებია და 2009 წლის განმავლობაში ქვეყანაში 2600 მაღაროელზე მეტია დაღუპული.

XS
SM
MD
LG