ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს გენერალური მდივნის ვიზიტი შუა აზიაში


გაეროს გენერალური მდივნის ვიზიტი შუა აზიაში
გაეროს გენერალური მდივნის ვიზიტი შუა აზიაში
<!-- IMAGE -->


გაეროს გენერალურმა მდივანმა შუა აზიაში ტურნე თურქმენეთიდან დაიწყო. იგი თურქმენეთის ხელისუფლებას ადამიანის უფლების სფეროში ვითარების გამოსწორებისკენ მოუწოდებს.

ბან კი მუნის განცხადებით, თურქმენეთის მთავრობამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები.

მან ამის შესახებ აშხაბადში, პრეზიდენტ ბერდიმუხამედოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. რაც შეეხება თურქმენეთის პრეზიდენტს, მან ჟურნალისტებთან საუბარში ადამიანი უფლებებზე საერთოდ არ ისაუბრა და ამის ნაცვლად, მეზობელ ავღანეთში ქვეყნის სტაბილურობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.


XS
SM
MD
LG