ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის არჩევნების წინასწარი შედეგები


ერაყის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 7 მარტს გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ერაყში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ და კოალიციამ მიიღო მონაწილოება და ათასობით კანდიდატი იყრიდა კენჭს, ქალების ჩათვლით.

ერაყელი ამომრჩეველი 50,000 საარჩევნო უბანში გამოცხადდა ხმის მისაცემად. მათი აქტიურობა შთამბეჭდავი იყო.

შეერთებული შტატების მთავრობა ერაყელ ხალხს, ერაყის მთავრობას, კანდიდატებსა და კოალიციებს, ისევე როგორც ერაყის უმაღლეს საარჩევნო კომისიას, წარმატებული არჩევნებისა და მთავრობის შექმნის მიმართულებით პირველი და გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას ულოცავს.

არსებული მექანიზმებისა და პროცედურების შესაბამისად ქვეყნის საარჩევნო კომისიამ რამდენიმე საჩივარი გამოიძია და შესაბამისი გადაწყვეტილებები გამოიტანა. საერთაშორისო დამკვირებლები და ორას ათასზე მეტი ერაყელი დამკვირებელი დარწმუნებულია არჩევნების სამართლიანობაში. არჩევნების მსვლელობისას მათ ფართოდ გავრცელებული ან სერიოზული დარღვევების მტკიცებულება არ აღმოუჩენიათ. ამ ისტორიული მნიშვნელობის არჩევნების მხარდაჭერის მხრივ გაერომ გადამწყვეტი როლი შეასრულა.

შეერთებული შტატები ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას მოუწოდებს საჩივრების ან მიმართვების განხილვისთვის მხოლოდ არსებული სამართლებრივი მექანიზმები და პროცესები გამოიყენონ. როცა საჩივრები ამგვარად განხილვის პროცესს გაივლის, ერაყის ფედერალური უზენაესი სასამართლო არჩევნების შედეგებს დაამტკიცებს. შემდეგ ერაყი წარმომადგენელთა საბჭოს შექმნის, აირჩევს პრეზიდენტს და ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს.

როგორც მოსალოდნელია, ზემოაღნიშნული ზომების განხორციელება რამდენიმე თვეს გასტანს. შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა კანდიდატსა თუ პარტიას აღიარონ არჩევნების შედეგები, პატივი სცენ ერაყელი ხალხის ნებას, და ითანამშრომლონ ახალი მთავრობის დროულად შესაქმნელად. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ გამომწვევი რიტორიკისგან და დაშინებისგან თავი შეიკავოს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერაყის ამჟამინდელმა მთავრობამ ქვეყანაში უსაფრთხოება უზრუნველყოს და ახალი მთავრობის შექმნამდე მოქალაქეებს სხვა აუცილებელი მომსახურებობა გაუწიოს.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ მომდევნო თვეების მანძილზე შეერთებული შტატები ერაყელ ხალხთან მჭიდრო ურთიერთობას განაგრძობს და ამის პარალელურად ორმხრივ ინტერესსა და პატივისცემაზე დამყარებული ამერიკა-ერაყის პარტნიორობა კიდევ უფრო გაფართოვდება.


XS
SM
MD
LG