ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაბული სამყაროს დემოკრატიის ხარისხი


არაბული სამყაროს დემოკრატიის ხარისხი
არაბული სამყაროს დემოკრატიის ხარისხი
<!-- IMAGE -->

არაბული რეფორმის ინიციატივამ, რომელიც 14 არაბული ქვეყნისგან შემდგარ საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციას წარმოადგენს არაბულ სამყაროში დემოკრატიის ხარისხის შეფასების დოკუმენტი გამოაქვეყნა. კვლევაში შესული 10 არაბული სახელმწიფოდან მაღალი შეფასება ვერცერთმა მიიღო. თუმცა, კვლევის თანაავტორის ხალილ შიკაკის თქმით, საერთო ტენდენცია მაინც იმედისმომცემად შეიძლება ჩაითვალოს.

„წელს მიღებული ციფრების თანახმად ჩვენ განვსაზღვრეთ, რომ არაბულ ქვეყნებში დემოკრატიზაციის ნიშნები მაინც არსებობს. თუ რას ნიშნავს ზოგიერთი ნიშანი, მე გეტყვით, რომ პრაქტიკის გათვალისწინებით, ისინი მიზნისგან მაინც შორს დგანან.“განაცხადა ხალილ შიკაკმა.


დემოკრატიის ინდექსი 40 ინდიკატორისგან შედგება. ამ ინდიკატორებს შორისაა, ისეთი საკითხები,როგორიცაა სამართლებრივი გარანტიები წამების წინააღდმეგ, პერიოდული და სამართლიანი არჩევნები, გენდერული თანასწორობის საკითხი.


კვლევაში მოყვანილი ქვეყნებს შორის 620 ქულით პირველ ადგილზე იორდანია გავიდა. მაქსიმალური ქულა კი 100 იყო. შიკაკის თქმით, პარადოქსულია, რომ იორდანიაში დემოკრატიის ნიშნები უფრო მეტად პრაქტიკულ დონეზე იგრძნობა ვიდრე სამართლებრივად. ბოლო ადგილზე კი საუდის არაბეთი გავიდა. ამ ქვეყანაში დემოკრატიის ნიშნები, არც პარქტიკულ და არც იუირიდიულ დონზე არ არსებობს.


უნდა ითქვას, რომ ეს ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მეორე კვლევაა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ, რომელმაც პირველ დოკუმენტში შედარებით მაღალი ქულები მიიღო, მეორე კვლევის თანახმად ვითარება საგრძნობლად გაურესებულია. ასეთ ქვეყნებს კი პალესტინის მმართველობა და იემენი მიეკუთვნება.


„პალესტინა და იემენი კვლევის თანახმად, დემოკრატიის აშკარა ჩავარდნის მაგალითებს წარმოადგენენ. იმასთან შედარებით, რაც მათ ერთი წლის წინ ქონდათ, დღეს აშკარა უკუსვლაა. ამ ქვეყნებში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უსაფრთხოების დონე დაეცა და დესტაბილიზაციის დონემ მოიმატა.“ განაცხადა შიკაკმა.


რაც შეეხება წინსვლას ეს აშკარად იგრძნობა ლიბანის შემთხვევაში, რომელმაც მეექვსედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. შიკაკის თქმით, ამ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის ინდიკატორი გაზრდილია.
არაბული რეფორმის ინიციატივა იმედოვნებს, რომ მომავალ წელს დემოკრატიის ინდექსის კვლევაში უფრო მეტი არაბული ქვეყანა ჩართონ. ასევე იმედი აქვთ, რომ ეს ინდექსი საერთაშორის აღიარებული გახდება არაბულ ქვეყნებში დემოკრატიის პროგრესის თვალსაზრისით.



XS
SM
MD
LG