ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირში უმუშევრობა კატასტროფულად გაიზარდა


თებერვალში ევროკავშირის ქვეყნებში უმუშევრობამ რეკორდულ მაჩვენებელს 10%-ს მიაღწია, მას შემდეგ რაც საერთო ევროპული ვალუტა ევრო შემოვიდა მიმოქცევაში.

ევროკავშირის სტატისტიკური ოფისის მონაცემებით უკანასკნელი 15 თვის განმავლობაში ინფლაციამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.

ევროპის 16 ქვეყანაში, სადაც ევროა მიმოქცევაში განსხვავდება უმუშევრობის დონე. თუ ჰოლანდიაში თებერვლის განმავლობაში უმუშევრობა მხოლოდ 4%-ი იყო ლატვიაში 22, ხოლო ესპანეთში კი 19%-ს აღწევდა. თუმცა როგორც ევროპელი ექსპერტი ფილიპ უაიტი მიიჩნევს მდგომარეობა შესაძლოა უფრო მძიმეც ყოფილიყო. მისი თქმით:" რა თქმა უნდა ეს ევროზონისთვის არ არის სასიხარული ამბავი, მაგრამ 2009 წლის დასაწყისში ამგვარი პორგნოზი საკმაოდ ოპტიმისტურად მოეჩვენებოდათ უმძიმესი ეკონომიკური სიტუაციის ფონზე."

უმუშევრობა კიდევ უფრო ზრდის ევროზონის პრობლემებს. გასაკუთრებით მძიმე ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს საბერძნეთში. ევროკავშირის ლიდერები ამ ქვეყნისთვის შეღავათიანი სესხების გაცემას უჭერენ მხარს. როგორც ბატონი უაიტი აცხადებს ევროკავშირისთვის რეცესიიდან გამოსვლაც არ ჩაივლის უმტკივნეულოდ:" ჩემი აზრით ეკომიკური აღმავლობა ნელი ტემპით განვითარდება, ასე რომ სამუშაო ადგილების სწფრაფი ზრდა არ არის მოსალოდნელი და უმუშევრობის მაღალი დონე კიდევ დიდხანს იქნება შენარჩუნებული ევროპაში."

როგორც ევროპელი ანალიტიკოსები იმედოვნებენ ინფლაციის მაღალი დონე ენერგომატარებლებზე ფასების ზრდამ გამოიწვია რაც დროებითი მოვლენაა.


XS
SM
MD
LG