ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერორი რუსეთში


დაღესტანში განხორციელებული თავდასხმის შედეგად, რომელსაც მოსკოვის მეტროს აფეთქებების შემდეგ ჰქონდა ადგილი, 12 ადამიანი დაიღუპა. მოსკოვის თავდასხმებზე, როგორც ცნობილია, პასუხისმგებლობა ისლამისტმა ჩეჩენმა მეამბოხეებმა აიღეს საკუთარ თავზე.

რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ტერაქტების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მეამბოხეებს „გაანადგურებდა.“

მისი თქმით, „ისინი ფსკერზე წვანან, მაგრამ ეს უკვე სამართალდამცავი ორგანოების პრესტიჟის საქმეა, რომ ისინი კანალიზაციის ფსკერიდან სინათლეზე გამოვიყვანოთ. მე დარწმუნებული ვარ ეს გაკეთდება.

მოგეხსენებათ, ეს თავდასხმა იანვარში ინტერნეტით გამოქვეყნებული მუქარის შესრუელბა იყო.

ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერი, დოკუ უმაროვის განცხადებით: „თუ ისინი ომს ტელევიზორში ხედავენ და ფიქრობენ, რომ ყველაფერი მათგან შორს, კავკასიაში ხდება, ისინი ცდებიან. ალაჰის ნებით, ჩვენ მათ ომს სახლში მივუტანთ.

„მოსკოუ ტაიმსის“ ცნობით, 2001 წლის შემდეგ რუსეთში დაახლოებით 40 თავდასხმა მოხდა, რომლებაც 900 ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ თავდასხმების ორი მესამედი ქალების მიერ იყო განხორციებელული.წინასწარი ინფორმაციით,ორშაბათს მოსკოვის მეტროზე მიტანილი თავდასხმის შემსრულებლებიც შავი ქვრივები არიან.

ანალიტიკოსები კრემლის დაპირებას იმის თაობაზე, რომ ტერორისტები გაანადგურდებიან, სკეპტიკურად უყურებენ.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კავკასიის კათედრის ხელმძღვანელი, სერგეი არუტიუნოვის განცხადებით, თუ ჩეჩნეთის მთავრობა მეამბოხეების განეიტრალებას დაიწყებს მისი კრიტიკის შესამცირებლად, ამით შესაძლოა უფრო აქტიური სეპარატიზმი გამოიწვიოს.

არუტიუნოვის განცხადებით, მეამბოხეებს შეუძლიათ: „შუქი მოჰფინონ სპეც-სამსახურების ბნელ საქმეებს, მათ კორუმპირებულობას. მაგრამ მეორეს მხრივ, ეს სწორედ ისაა, რაც უნდა გაკეთდეს.

ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფები კადიროვს ხალხის გატაცებასა და სასამართლო პროცესის გარეშე სიკვდილით დასჯების განხორციელებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ჩეჩნეთის ხელისუფლება ამას მეამბოხეებთან ბრძოლის ერთ-ერთ მეთოდად იყენებს.

ჩეჩნეთის ხელისუფლება ეჭვმიტანილია 2009 წლის ივლისში რუსი გამომძიებელი ჟურნალისტის ნატალია ესტემიროვას მკვლელობაშიც, რომელიც ჩეჩნეთის ხელისუფლების, პოლიციისა და მოსამართლეების მიერ ჩადენილი დანაშაულების, მათ შორის გატაცებების, მკვლელობების, წამების, და კორუმპირებოლუბის გამოაშკარავებას აპირებდა.

რუსეთის სამხედრო საკითხების დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ალექსანდერ გოლცის თქმით, ჩრდილოეთ კავკასიაში მომხდარი ორი ომი, ავტორიტარული მმართველობა და სამარრთალდამცველების კონცენტრაცია იმის ნიშანია, რომ უსაფრთხოების ზომების ამაზე მეტად გამკაცრება შეუძლებელია. ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ მთელ რუსეთში მთავრობის გამყარებული ინსტიტუტები შეიქმნას, ამაში ის იგულისხმება, რომ: „დამყარდეს კანონის უზენაესობა, უარი ითქვას საპოლიციო სახელმწიფოს დაარსების იდეაზე, მოხდეს ძალაუფლების გადანაწილება და ასე შემდეგ. ეს შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ მხოლოდ ამ გზით შეიძლება შეიქმნას ინსტიტუტები, რომლებიც რთულად, მაგრამსაბოლოო ჯამში მაინც შეძლებენ ჩრდილოეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებას.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა კავკასია დაიპყრო მე19 საუკუნეში, ცოტა რამ არის შეცვლილი. ტარას შევჩენკო ერთ-ერთ ლექსს იწყებს სიტყვებით, კავკასია, ღრუბლებში გახვეული მთები მთებს მიღმა, მწუხარბით მოცული დასისხლის ნაკადულებით დადინებული მიწაო. ეს სიტყვები შევჩენკომ 1845 წელს დაწერა, თუმცა ისინი დღევანდელობასაც შეესაბამება.


XS
SM
MD
LG