გაეროს შტაბ-ბინაში ასამდე ქვეყნის
წარმომადგენელი მიწისძვრით დაზარალებული ჰაიტის დახმარების საკითხს განიხილავს.
დონორების ამ კონფერენციას, რომელსაც გაეროს გენერალური მდივანი ბან გი მუნი
მასპინძლობს, ჰაიტის პრეზიდენტი რენე პრევალი თავმჯდომარეობსკონფერენციას შეერთებული შტატების
სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და მისი მეუღლე, გაეროს სპეციალური წარგზავნილი
ჰაიტიში, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი ესწრებიან. გაერო აცხადებს, რომ
ჰაიტის აღდგენითი სამუშაოების საწარმოებლად, საერთაშორისო დონორებისგან სამი
მილიარდ რვაასი მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების მიღება სურს. გუშინ გაეროს
წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ყურადრება
გრძელვადიან აღდგენით პროექტებზე გადაერთო, ჰაიტის ჯერ კიდევ ესაჭიროება
ყოველდღიური ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა: