ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაღესტანში ორ აფეთქებას 12 კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა


რუსეთი აცხადებს, რომ დღეს თვითმკვლელი ტერორისტების მიერ დაღესტანში განხორციელებულ ორ აფეთქებას თორმეტი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დღევანდელი აფეთქებები ქალაქ ყიზლარში მოხდა. დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პირველმა ტერორისტმა თავი მაშინ აიფეთქა, როდესაც მისი ავტომობილი საგზაო პოლიციამ გააჩერა. მეორე ტერორისტი კი მილიციელის ფორმაში იყო გამოწყობილი. ამ ინფორმაციის თანახმად დაღუპულ ცხრა სამართალდამცავს შორის ქალაქის მილიციის უფროსიცაა . შეგახსენებთ, რომ გასულ ორშაბათს მოსკოვის მეტროპოლიტენში განხორციელებულ აფეთქებებს 39 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი კი ამბობს, რომ მოსკოვისა და დაღესტნის ტერაქტები შესაძლებელია ერთი და იგივე ჯგუფის მიერ იყოს მოწყობილი.

XS
SM
MD
LG