ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელელმა ჯარისკაცებმა პალესტინელი მოზარდი მოკლეს


ისრაელელმა ჯარისკაცებმა ღაზას სექტორის საზღვართან შეკრებილ პალესტინელ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს და თხუთმეტი წლის ბიჭი მოკლეს. სროლის შედეგად დაიჭრა საპროტესტო სვლის ათობით მონაწილე. პალესტინელი მედიკოსები აცხადებენ, რომ ინციდენტი ქალაქ რაფას შემოგარენში მოხდა, სადაც ორი დღის წინ მომხდარ შეტაკებაში ორი ისრაელელი ჯარისკაცი და ორი პალესტინელი დაიღუპა. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ ებრაელმა ჯარისკაცებმა ცეცხლი მაშინ გახსნეს, როდესაც დემონსტრაციის მონაწილეები საზღვრის მიმართულებით დაიძრნენ. გასულ პარასკევს მომხდარი შეტაკება კი იმან განაპირობა, რომ ისრაელელმა სამხედროებმა შენიშნეს პალესტინელი შეიარაღებული პირები, რომლებიც საზრვრის შორიახლოს ბომბს ამონტაჟებდნენ. ზემოთქმული შეტაკება, ისრაელის მიერ გასულ წელს ღაზაში განხორციელებული ინტერვენციის შემდეგ ყველაზე ფართომასშტაბიანი იყო.

XS
SM
MD
LG