ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს რუსეთში გლოვის დღე გამოცხადდა


დღეს რუსეთში გლოვის დღე გამოცხადდა და მოსახლეობა გუშინდელი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულ 39 მოქალაქეს გლოვობს. ორი თვითმკვლელი ქალის მიერ, პიკის საათის დროს მოსკოვის ორ ცენტრალურ მეტრო სადგურზე განხორცილებული ტერორისტული აქტის დროს რამდენიმე ათეული ადამიანი მძიმედ დაშავდა.

მოსკოვში დღეს ყველა ეროვნული დროშა დაშვებულია, სატელევიზიო ტელემაუწყებლობლობა და სხვა რაიმე გასართობი საშულაებები კი შეჩერებული. გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ყვავილებით შეამკო ტერორისტული აქტის ადგილი ლუბიანკას მეტროსადურში და პასუხისმგებელ პირებს „ცხოველები“ უწოდა.

რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა,რომელიც ტერორისტული აქტის დროს ციმბირში იმყოფებოდა -აღნიშნა,რომ კრიმინალები ჩადენილი საქციელისთვის საკადრისად დაისჯებიან.

„მხოლოდ ერთიანი ძალსიხმევითაა შესაძლებელი იატაკქვეშეთში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების საზარელი საქმეების გამოაშკარავება.“


XS
SM
MD
LG