ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სად მიდის მოსკოვის ტერაქტის ფესვები?


რუსეთის ოფიციალური პირების ვარაუდით, გუშინ მოსკოვის მეტროს სადგურებში განხორციელებული ტერორისტული აქტები ჩრდილოეთ კავკასიაში მეამბოხეთა მოძრაობის გააქტიურებასთან კავშირშია.

რუსეთის სატელევიზიო არხებმა კრემლში პრეზიდენტ მედვედევთან შეხვედრის კადრები გაავრცელეს,სადაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი აცხადებს,რომ მეტროში მომხდარი ტერორისტული აქტების უკან ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი მეამბოხეთა ჯგუფები დგანან.ამის დასტურად კი მას აფეთქების ადგილზე ჩრდილო-კავკასიური წარმოშობის მქონე დაღუპული ქალების ცხედრები მოჰყავს, თუმცა დეტალების დაკონკრეტებას ბორტნიკოვი თავს მაინც არიდებს.

პრემიერ მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მოქლაქეებს აღუთქვა,რომ აქტების ტერორისტული აქტების მომწყობებს აუცილებლად მიაკვლევენ და გაანადგურებენ.


"ყველა ტერორისტი საკადრის პასუხს მიიღებს" -განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

პუტინის განცხადებით:

"მხოლოდ ერთიანი ძალსიხმევითაა შესაძლებელი იატაკქვეშეთში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების საზარელი საქმეების გამოაშკარავება.

რუსეთის დუმის სპიკერის მოადგილემ ალექსანდრ ტორშინმა ინტერფაქსის ჟურანლისტებთან საუბრისას განაცხადა,რომ არ არის გამორიცხული ტერორისტული აქტები კავკასიაში ისლამისტ მეამბოხეთა ორი ლიდერის მკვლელობას უკავშირდებოდეს .ორივე დაღუპული ჩეჩნეთის ისლამისტური დაჯგუფების მეამბოხეთა ლიდერთან დოკუ უმაროვთან იყო კავშირში.თავად უმაროვმა კი ბოლო ხანს მოსკოვზე თავდასხმებით არაერთხელ დაიმუქრა.

მოსკოვში არსებული, კარნეგის ცენტრის პოლიტიკური ანალიტიკოსის ნიკოლაი პეტროვის აზრით, უმაროვი კავკასიაში ძალაუფლებისთვის მებრძოლ მეამბოხეებს შორის ერთერთი წამყვანი ლიდერია. მისი აზრით,ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორიზმის დამარცხება ძალზე რთული საკითხია.ამის მიზეზი კი მეამბოხეთა დაქსაქსული და სუბორდინაციის გარეშე მოქმედი სტრუქტრურა გახლავთ.ალ ყაიდას მსგავსად აქ ცალკეული ტერორისტული განშტოებები მოქმედებენ და ლიდერების ძალაუფლებაზე წარმოდგენაც აშკარად გადაჭარბებულია. ამიტომაც მათი სათითაოდ განადგურება ტერორიზმს ვერ აღკვეთს, რადგან ყველა დაჯგუფებას საკუთარი ავტონომია გააჩნია.

პეტროვის განცხადებით,1990 წლიდან მოყოლებული ჩეჩნეთის ორი ომის მანძილზე სულ 100,000 ჩეჩენი დაიღუპა. სწორედ ამ ომებმა გამოიწვია მისი აზრით ის,რომ გაბოროტებულ მოსახლეობაში თვითმკვლელი ტერორისტების რაოდენობამ იმატა.

ტერორისტთა შორის არიან შავი ქვრივების სახელით წოდებული თვითმკვლელებიც- ქალები,რომლებსაც ქმრები კავკასიაში განხორციელებული ძალადობის დროს დაეღუპათ.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კავკასიის დეპარტმანეტის უფროსის სერგეი არუტუნიოვის თქმით:

"ჩეჩენ ქალს თუ ვინმე ძმას,ქმარს ან მამას მოუკლავს,იგი მთელი ცხოვრება მხოლოდ შურისძიების გრძნობაზე ოცნებობს."-აცხადებს პეტროვი.

2004 წელს მოსკოვში განხორციელებული ტერორისტული აქტიც ჩეჩენი ქალების მიერ იყო მოწყობილი.

არუტუნიოვის თქმით,კავკასიის გაკონტროლებას რუსეთი პეტრე დიდის მეფობის ხანიდან ანუ- მეთვრამეტე საუკუნიდან ცდილობდა .საბჭოთა პერიოდშიც ჩეჩნები არასდროს ემორჩილებოდნენ კრემლს და კოლექტივიზაციასა და ათეისტური აქტების განხორციელებაზე უარს აცხადებდნენ. ამის მიზეზი იყო ისიც,რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩეჩნეთის მოქალაქეები ხშირად დეპორტაციის მსხვერპლი ხდებოდნენ.

დღეს ბევრი კავკასიას რუსეთის სტრატეგიის მიხედვით კასპიის ზღვის ნავთობთან მაკავშირებელ რგოლად აღიქვამს.თუმცა სერგეი არუტუნიოვის თქმით, მოსკოვი კავკასიაში ძალაუფლებას შიდა პოლიტიკური მოსაზრების მიზეზითაც არ დაკარგავს.

მისი თქმით, კავკასიაში თუნდაც ერთი რეგიონისთვის დამოუკიდებლობლობის მინიჭება ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს და რუსეთში შემავალი ისეთი მუსლიმური ავტონომიური რესპუბლიკები,როგორიცაა თათარსტანი და ბაშკირეთი ასევე დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვლენ.

აღსანიშნავია,რომ კავკასიის სხვა რესპუბლიკებში,განსკაუთრებით კი ინგუშეთსა და დაღესტანში ხშირია პოლიტიკურ მკვლელობათა შემთხვევებიც.აქ არაერთი პოლიტიკოსი და მოსამართლე გამოასალმეს სიცოცხლეს.

იანვარში რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ადგილობრივ ლიდერებს მოუწოდა ბოროტმოქმედების წინააღმდეგ ბრძოლაში დარაზმულიყვნენ. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონებში გამეფებულ კორუფციისა და სიღარიბის დაძლევის საკითხებსაც.თუმცა მდგომარეობა არ შეცვლილა და ამ რეგიონებში სამუშაოს გარეშე დარჩენილი მოქალაქეები ლუკმა პურის ფულის საშოვნელად დღემდე მოსკოვში ჩადიან.

უნდა აღვნიშნოთ ისიც,რომ ვლადიმირ პუტინის პოპულარობამ რუსეთში ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ საგრძნობლად იკლო.ამ ომის მიზეზი კი მაშინ კავკასიაში რუსეთის მიერ ძალაუფლების გაძლიერება გახლდათ.

ნიკოლაი პეტროვის აზრით კი ,კავაკასიაში შექმნილი პრობლემები პუტინისა და მედვედევის პიროვნებებისადმი დამოკიდებულებას ნაწილობრივ უკავშირდება:

"რა თქმა უნდა პრობლემა მთლიანად პოლიტიკურ სისტემასთანაა დაკავშირებული,მაგრამ ეს სისტემა არა მარტო ინსტიტუტებს ეფუძნება,არამედ ცალკეულ პიროვნებათა ავტორიტეტებზეცაა დამოკიდებული.თუ პრემიერ მინისტრის ან პრეზიდენტის პოპულარობა დაეცემა,რაც ეკონომიკური კრიზისისა და პუტინის ჩეჩნეთის მიმართ პოლიტიკის გამო მოსალოდნელია, მთელი პოლიტიკური სისტემის საძირკველი შეირყევა და არასტაბილური და დაუცველი გახდება."



XS
SM
MD
LG