ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში უსაფრთხოების პირობები გამკაცრებულია


რუსეთის ოფიციალური პირთა განცხადებით, მოსკოვის მეტროს ორ სადგურში პიკის საათის დროს ორი აფეთქება მოხდა. აფეთქებები 40 წუთის შუალედით განხორციელდა .სააგენტო იტარტასის ცნობით,სულ სულ 38 ადამიანია დაღუპული, მძიმედ დაშავდა 65.

მოსკოვის მერის განცხადებით,ტერორისტული აქტი ქალი თვითმკვლელი ტერორისტების მიერაა განხორციელებული. კრემლში გამართულ შეხვედრაზე,რომელიც რუსული სატელევიზიო არხებითაც გადაიცა, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა აღნიშნა, რომ ტერორისტული აქტ ოთხ და ორ კილოგრამიანი ჰექსოგენის აფეთქებით განხორციელდა. მან ასევე დასძინა,რომ დადგენილია სავარაუდო მოტივიც:

უშიშროების სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, ტერორისტული აქტის ინიციატორები ჩრდილოეთ კავკასიური წარმოშობის მოქალაქეები არიან.ამის ეჭვს კი ადგილზე ნაპოვნი ქალების გვამები ბადებენ,რომლებიც სავარუდოდ ჩრდილოეთ კავკასიიდან არიან.

ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით საკუთარ თავზე არავის აუღია.თუმცა მოსკოვის მკვიდრნი ტერორისტულ აქტს მაინც ჩრდილოკავკასიელებს უკავშირებენ:

მოსკოველი ოლგას თქმით, დედაქალაქში ჩამოსულები თავს დაჩაგრულად გრძნობენ და სამსახურის შოვნა უძნელდებათ.ნებისმიერ მოსკოველსჩამოსულზე სამჯერ მაღალი ხელფასი აქვს.ჩრდილოკავკასიელებს მოსკოვში ცხოვრება ძალზე უჭირთ და მონებივით შრომა უწევთ.

რუსეთის ოფიციალურმა სამსახურებმა ცხელი ხაზი გახსნეს და დაღუპულთა ნათესავებს შესაბამის ინფორმაციას აწვდიან.იმის გამო,რომ მეტროს მგზავრებმა მეტროში ჩასვლაზე უარი თქვეს- მოსკოვში ტრანსპორტის საცობებმა იმატა . ტაქსის მძღოლებმაც შესაბამისად მომსახურების საფასური გაზარდეს .

აღსანიშნავია,რომ მოსკოვში მეტროთი ყოველ დღე 9მილიონი ადამიანი მგზავრობს. მეტროს გამოყენებით რუსეთის დედაქალაქი ამ მხრივ მსოფლიოში -ტოკიოს შემდეგ მეორე ადგილზე დგას. 172 მეტროს სადგურიდან მოსკოვის მეტროს ხაზზე - 71 მიწისქვეშა სადგურია.

მოსკოვის ტერორისტულ აქტებზე წუხილი გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ საააკაშვილმა და მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს.


XS
SM
MD
LG