ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა გუშინ ავღანეთს მოულოდნელად ეწვია


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა გუშინ ავღანეთს მოულოდნელად ეწვია ავღანელი ხალხისა და ამერიკელი ჯარისკაცებისთვის მხარდაჭერის გამოსახატავად.

პერზიდენტი და ხელისუფლების რამდენიმე სხვა წარმომადგენელი ავღანეთში დეტალების წინასწარი გამჟღავნების გაერეშე ჩავიდა. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმაც კი ბატონი ობამას ვიზიტის შესახებ რამდენიმე დღით ადრე გაიგო. მოკლე მიღების ცერემონიალის შემდეგ, პრეზიდენტებმა შეხვედრა საპრეზიდენტო სასახლეში გამართეს.

პრეზიდენტი ობამას განცხადებით, ამერიკელი ხალხი კმაყოფილია იმ პროგრესით, რომელიც ავღანეთმა მსოფლიოს აჩვენა მეამბოხეებთან ბრძოლის მიმართულებით. ბატონი ობამას განცხადებით, მსგავსი შედეგები უნდა იქნას მიღწეული სამოქალაქო სფეროში, კონკრეტულად კი ქვეყნის მმართველობასა და კორუფციასთან ბრძოლაში.

ბატონმა ჰამიდ კარზაიმ ამერიკელ ხალხს მადლობა გადაუხადა იმ ფინანსური და სხვა სახის დახმარების გამო, რომელიც გასულ წელს ავღანეთის ინსტიტუტების აშენებას მოხმარდა.

პრეზიდენტი ობამა ბაგრამის საჰაერო ბაზასაც ეწვია, რომელიც ქაბულის მახლობლად მდებარეობს. პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა მათი თავდადებისთვის ავღანეთში უსაფრთხოების დასამყარებლად. მისივე თქმით, შეერთებული შტატები ავღანეთის პარტნიორია და ავღანელ ხალხს თვითონ შესწევს უნარი საკუთარ უდაფრთხოებაზე იზრუნოს. მისი თქმით:

„ავღანელები ათწლეულების მანძილზე იტანჯებოდნენ - წლების მანძილზე ქვეყანაში ომი მიმდინარეობდა. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ავღანელებს შეინარჩუნონ მოპოვებული მშვიდობა, ავღანეთის ახალგაზრდებმა გააცნობიერონ საკუთარი შესაძლებლობები - იქნება ეს ჯარისკაცი, პოლიციელი, ფერმერი თუ სკოლის მოსწავლე.“

პრეზიდენტი ობამას ვიზიტის ფონზე, შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების შეიარაღებული ძალები თალიბი მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებენ.

„ჩვენ ალ ყაიდას და მის ექსტრემისტ მოკავშირეებს დავშლით, დავანაწევრებთ და გავანადგურებთ. ეს ჩვენი მისიაა. ამ მისიის შესასრულებლად ჩვენ მიზნები მკაფიოდ გვაქვს ჩამოყალიბებული. ჩვენ ალ ყაიდას თავშესაფარის ქონის საშუალებას წავართმევთ.“

ბატონი ობამას განცხადებით, თალიბი მებრძოლების წინააღმდეგ ბრძოლას დიდი გავლენა აქვს არა მხოლოდ ამერიკელი ხალხის ცხოვრებაზე, არამედ ავღანელ ხალხზეც. ავღანელი ხალხის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ამერიკის ძალისხმევის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია.


XS
SM
MD
LG