ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სარა პალინი გააქტიურდა


ვიცე პრეზიდენტობის ყოფილი რესპუბლიკელი კანდიდატი სარა პალინი ათასობით კონსერვატიულად განწყობილ ამერიკელ ამომრჩეველს პრეზიდენტი ბარაკ ობამას ეგრედწოდებული დიდი მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისკენ მოუწოდებს.

შაბათს პალინი სიტყვით გამოვიდა ხალხმრავალ დემონსტრაციაზე, რომელიც ნევადას შტატის ქალაქ სერჩლაითში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების სენატის უმრავლესობის ლიდერი დემორკატი კონგრესმენი ჰერი რიდი სწორედ ამ ქალაქიდან არის წარმოშობით.

ალასკის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა რიდი, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და პრეზიდენტი ობამა მზარდი ფედერალური დანახარჯებით გამოწვეული საბიუჯეტო დეფიციტის გაზრდაში დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ დროა, რომ ამომრჩევლებმა ნოემბერში დანიშნულ კონგრესის არჩევნებში ხმა აიმაღლონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფორმის მომხრეებსა და სხვა დემოკრატიული პარტიის პრიორიტეტების წინააღმდეგ.


XS
SM
MD
LG