ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი სტუდენტები ვიდეო ესეებს ქმნიან


დღეს კვირაა და რადიოსადგური ამერიკის ხმა წარმოგიდგენთ ტრადიციულ რუბრიკას “ახალგაზდრებისთვის”


ამერიკაში, სულ უფრო და უფრო მეტი უნივერსიტეტი ცდილობს თანამედროვე ტექნიკის ხანას ფეხი აუბას და აბიტურიენტები გამარტივეული გზით, ვიდეო გზავნილების საშუალებით გაიცნოს. ეს ჯერ არა ერთადერთი, მაგრამ რამდენიმე უნივერსიტეტის ერთ-ერთი მოთხოვნაა.

ელსა ვანდე ვეგთე მინასოტაში ცხოვრობს. მაგრამ მას ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მიმღები კომისიის დარწმუნება უნდოდა იმაში, რომ ის საუკეთესო იქნებოდა და ამიტომ ხელში გიტარა აიღო…

“ძვირფასო ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტო, მე რომ თქვენთან მოვხვდები დავიცავ თქვენს წესებს, მომიმატეთ ქულები.”

ვანდე ვეგტე ამბობს, რომ მას ვიდეო ესეს იდეა მოწონს, თუმცა ცოტა რთულად ეჩვენება, მას ვიდეო კამერის ხმარების სწავლა და ტექსტის შედგენა უწევს.

“ჯერ დანამდვილებით არ ვიცი ვინ ვარ, მაგრამ ვფდილობ გავერკვე.”

წელს პირველად, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტმა აბიტურიენტებს ვიდეო ესეს გაგზავნის უფლება მისცა. ენდრიუ ფლაგელი სკოლის ადმინისტრაციის თავკაცია. მისი თქმით, დაახლოებით 8-მა სტუდენტმა საკუთარი ტალანტის დემონსტრირება ვედეო კლიპებით მოახდინა. აპლიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, კვლავ სტუდენტიის აკადემიური ნაწერია, მაგრამ ფლაგელის თქმით, ვიდეო კომისიას აპლიკანტის გაცნობაში ეხმარება.


“ეს მათ საშუალებას აძლევს საკუთარი ისტორიები მოყვნენ. ვფიქრობ თუ საჭიროდ თვლიან ეს უნდა გააკეთონ, “

“მე აქ ყაზახეთიდან ჩამოვედი, 2 წლის ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ აქ 15 წელიწადზე მეტია ვარ, რუსულ ტრადიციებს მაინც არ ვღალატობ."


პაოლა ოგაჯანოვა გორგ მაისონის უნივერსიტეტში კენტუკიდან აბარებს, მისი თქმით წერილობითი ესე მას მხოლოდ რუსული წარმომავლობის დაწერის საშუალებას მისცემდა. მულტი მედიის ფორმატმა კი მას ბილინგვური მონაცემების დემონსტრირების საშუალება აძლევს. მისი თქმით, ვიდეომ საუკეთესოდ ასახა მისი მონაცემები.


“ის ავტომატურად სძენს მეტ პერსონალურ ელემენტს, ვიდრე დაწერილის შემთხვევაში. ჩემთვის ეს ძალიან კარგი აღმოჩნდა, ვიფიქრე რომ ვიდეო ჩემი ჩაბარების შანსებს ავტომატურად გაზრდიდა.”

ოგადჯანოვა თვლის რომ მისი თაობის თანამედროვეობის გამო, ვიდეო ესე ალბათ ბევრმა სხვა უნივერსიტეტმაც უდნა შემოიღოს.

ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის წარმომადგენელი დინ ფლაგელს ის უკვირს, რომ ბევრმა სტუდენტმა საკუთარი მონაცემების ვებ-გვერდებზე განთავსება სურვილი გამოთქვეს. და საჯაროდ განაცხადეს, თუ რომელ უნივერსიტეტში უნდოდათ სწავლა.


“მიმღები კომისიიდან ჩემი თაობის წარმომადგენლებისთვის ყველაზე რთულად შესაგუებელი ალბათ პირადი ინფორმაციის საჯაროობის დარღვევა იქნება.”

ელსა ვანდე ამბობს, რომ თავის დროზე საკუთაარი წერილობითი ნაშრომით ის აღფრთოვანებული არ ყოფილა.

“ეს ვიდეო სვირინგივითაა. თუ 20 წლის შემდეგ ნახავ, გაგახსენდება ვინ იყავი და რას აკეთებდი."


მანამდე კი ელსა ვანდე ვეგტე სხვა დანარჩენების მსგავსად შედეგების გარკვევას 1 აპრილს მოელის, მაგრამ ის რომ მისი ვიდეო სიმღერა ადმინისტრაციის რჩეული გახდა, უკვე კარგის ნიშანი გახლავთ.




XS
SM
MD
LG