ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამას პოლიტიკური გამარჯვება



სენატის უმცირესობის ლიდერი მიჩ მაკონელი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სფეროს გარდაქმნის კანონპროექტის დამტკიცებით, პრეზიდენტმა ობამამ პოლიტიკურ გამარჯვებას მიაღწია. თუმცა მისივე განცხადებით, ეს კანონი გადასახადების გაზრდას და ადამიანების ჯანდაცვაში მთავრობის ჩარევას მოიტანს შედეგად.

„დემოკრატი ლიდერები და თეთრი სახლის წარმომადგენლები შეიძლება ამ კვირაში ზეიმობდნენ გამარჯვებას, მაგრამ ქვეყანა ამას არ იზიარებს. ხალხის უმრავლესობას არ სურს აღნიშნოს კანონპროექტის მიღება, რომელიც მათ ცხოვრებას კიდევ უფრო გაართულებს, ხელფასიდან უფრო მეტ ფულს დაუქვითავს და იმ გადაწყვეტილებებს, რომელთა მიღებასაც თავად არიან მიჩვეული ახლა სხვა მიიღებს მათ ნაცვლად.“

ბატონი ობამა საბოლოო კანონპროექტს სამშაბათს მოაწერს ხელს, რომელიც კონგრესმა გასულ ხუთშაბათს გაამტკიცა. კანონპროექტს არც კონგრესში და არც სენატში ერთმა რესპუბლიკელმაც კი არ მისცა ხმა.

რესპუბლიკელების ყოველკვირეულ რადიო მიმართვაში ბატონმა მაკკონელმა განაცხადა, რომ ამერიკელებს ამ კანონპროექტის გაუქმება სურთ.


„თანამედროვე ისტორიაში ეს დებატები ყველაზე მეტად გამყოფი და დაპირისპირების შემქმნელი იყო. დემოკრატებმა გადაწყვიტეს ერთპარტიული მიდგომა ჰქონოდათ კანონპროექტის დამტკიცების პროცესში. მათ იგნორირება გაუკეთეს ხალხს. ამერიკელებს არ უნდათ ეს კანონპროექტი და ფიქრობენ მის შეცვლას ან გაუქმებას.“

გამოკითხული ამერიკელების ნახევარზე მეტი მხარს არ უჭერს ჯანდაცვის სფეროს რეფორმას. მხარდამჭერების რაოდენობა 40 პროცენტს შეადგენს.

მიუხედავად იმის, რომ კანონპროექტი დამტკიცდა და პრეზიდენტმა მას ხელი უკვე მოაწერა, ობამა მაინც აქტიურად ეწევა კანონის პოპულარიზაციის კამპანიას. ჯანდაცვის რეფორმის ძირითადი კანონის ხელმოწერიდან ერთ დღეში, პრეზიდენტი აიოვას შტატში გაემგზავრა, სადაც განაცხადა, რომ ამერიკელები უარს იტყვიან რეფორმის გაუქმებაზე.

ისინი კანონპროექტის ანულირებას ნოემბერში გეგმავენ და ამის შესახებ გამუდმებით საუბრობენ. ჩემი დამოკიდებულება ამაზე ასეთია: აბა თქვენ იცით.“


ბატონი ობამა მსგავს გამოსვლას მეინის შტატ პორტლანდში ხუთშაბათს გამართავს.
ხუთშაბათს კანონპროექტზე ხელის მოწერის შემდეგ, ქვეყანაში ვნებათაღელვა შეინიშნება. რეფორმის მხარდამჭერმა რამდენიმე კონგრესმენმა მუქარები მიიღო და ასევე იყო კონგრესმენების ოფისების ვანდალიზმის რამდენიმე შემთხვევა.

სულ მცირე ათი შტატი უზენაეს სასამართლოში აპირებს სარჩელის შეტანას ფედერალური მთავრობის წინააღმდეგ იმის დასადგენად, არის თუ არა კონსტიტუციური ახალი კანონი. ეს საჩივარი ძირითადად იმას ეფუძნება, რომ სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს უფლება მოქალაქეები ჯანმრთელობის დაზღვევის ყიდვაში და დაავალდებულოს.


ამ ფორმით მიღებული ჯანდაცვის ახალი კანონი იმ 30 მილიონ ამერიკელს დააზღვევს, რომელსაც ახლა ჯანმრთელობის დაზღვევის ყიდვა არ შეუძლია.


ობამას ადმინისტრაციის განცხადებით, სადაზღვევო კომპანიებს ახალი კანონი აუკრძალავს ადამიანებისთვის მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმას, რომლებსაც დაზღვევის ყიდვამდე არსებული სამედიცინო მდგომარეობა აქვთ.

ამასთან, კანონი მცირე ბიზნესებს, რომლებიც თანამშრომლებისთვის დაზღვევას ყიდულობენ გადასახადებს შეუმცირებს.



XS
SM
MD
LG