ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალიში მთავრობის მაღალჩინოსანი დაიღუპა


სომალის დედაქალაქში ტერაქტის შედეგად სომალის მთავრობის მაღალჩინოსანი დაიღუპა. აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც სომალის სამთავრობო ჯარებმა აეროპორტთან ახლოს 500- მდე თვითნებურად აშენებული სახლი დაანგრიეს და ასობით ოჯახი გამოასახლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გზაზე დადებულ ნაღმზე, სწორედ ამ რაიონის ხელმძღვანელი ჰამარ ჯაჯაბი აფეთქდა. მისი მძღოლი და დაცვა სიკვდილს გადაურჩნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა ალ-ქაიდასთან დაკავშირებულმა სომალურმა დაჯგუფება ალ-შაბაბმა აიღო.



XS
SM
MD
LG