ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოჭის ოლიმპიადას ექსპერტები აკვირდებიან


მსოლფიო ველური ბუნების ფონდის ინფორმაციით, სოჭის ოლიმპიადის კომპლექსის მშენებლობის გამო, ბუნებრივი ტყის ათასობით ჰექტარი გაჩეხვის და განადგურების საფრთხის წინაშე დგას. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ზოგიერთმა ეკოლოგიურმა სისტემამ აღუდგენელი ზიანი უკვე განიცადა და ფრინველებისა და დათვების საბინადრო უკვე დაშავებულია.იგორ ჩესტინი, მოსკოვში , მსოფლიო ველური ბუნების ფონდის დირექტორია.“ტყეების გაჩეხვის შედეგად ბევრი სახეობის მიგრაცია დაიწყო და არავინ იცის თუ რამდენად შორს წავიდნენ ისინი, რადგან ამ მიმართულებით არანაირი კვლევა არ ჩატარებულა, არც მშენებლობების დაწყებამდე და არც ახლა.”

ჩესტინის თქმით, ადგილი რომელიც განსაკუთრებით დაზიანდა მდინარე მზიმთას ხეობაა. იმისათვის, რომ დამაკავშირებელ ზოლამდე გასასვლელი გაჭრილიყო ათასობით წიფლის ხე გაიჩეხა.რუსეთმა, 2014 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლება, ავსტრალიასა და სამხრეთ კორეასთან კონკურენციის შემდეგ მოიპოვა.“სოჭის გამარჯვება და ოლიმპიური თამაშებისთვის მზადება, სამხრეთ რუსეთის განვითარების ძლეირი სტიმული იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ 2014 წლის ოლიმპიადის მასპინძლობას უმაღლეს დონეზე შევძლებთ.”მაგრამ მას შემდეგ, სოჭის ოლიმპიური კომპლექსის მშენებლობა წინ პრობლემებით მიიწევს, ამას ერთვის ადგილობრივ მცხოვრებთა საჩივრები, რომლებიც მთავრობას ბრალს მიწის უკანონო ჩამორთმევაში სდებენ.კომპანია ოლიმპსტროის პრეს სპიკერის თქმით, (ეს ის კომპანიაა, რომელიც სამშენებლო სამუშაოებზე აგებს პასუხს) მთავრობას არსებული გარემო სტანდარტების გაძლიერების მიზნით მეტის გაკეთება შეეძლო.

თუმცა ჰერითიჯის ფონდის ექსპერტის, ევგენი ვოლკის თქმით, ამისთვის საკმარისი სურვილი არ იყო.“მთავარი მიზანი მშენებლობის დროულად დასრულებაა. მათთვის ვინც აშენებს, შესაძლებელზე უფრო იაფად და შეუძლებლად ძვირად მათთვის, ვინც იხდის. ამ სისტემის გათვალისწინებით, გარემოს დაცვის პრობლემები, რა თქმა უდნა პრიორიტეტი არ არის”მსოფლიო ველური ბინების ფონდის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 2014 წელს რუსეთისთვის რთული იქნება ეკოლოგიურ, მწვანე გარემოში უმასპინძლოს მეგობრებს. თუმცა ასევე ამბობენ, რომ რუსეთის მთავრობასა და პარლამენტს ჯერ კიდევ შესწევს უნარი შეამციროს აქამდე მიყენებული ზიანი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG