ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი შვედეთში ელჩს აბრუნებს


თურქეთი შვედეთიდან გამოწვეულ ელჩს სტოკჰოლმში აბრუნებს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეტ დავითოღლუმ ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ ანკარა კმაყოფილია შვედეთის მთავრობის მიერ ქვეყნის პარლამენტის იმ გადაწყვეტილების დაგმობით, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე განხორციელებულ სომეხთა ხოცვა-ჟლეტას გენოციდად აფასებს. ზემოთქმულმა გადაწყვეტილებამ ანკარა განარისხა და საპასუხოდ თურქეთის პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში არალეგალურად მყოფი სომხეთის ასი ათასი მოქალაქის გაძევებით დაიმუქრა.

XS
SM
MD
LG