ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიუსელში ევროკავშირის შეხვედრა დაიწყო


დღეს ბრიუსელში ევროპელ ლიდერთა ორდღიანი უმაღლესი დონის შეხვედრა დაიწყო,რომელიც საბერძნეთის ეკონომიკის გაჯანსაღების გზებსა და დოლართან შედარებით ევროს 10-თვიან ვარდნას მიეძღვნება.

გერმანია ევროკავშირის მიერ დაარსებულ ფინანსურ დახმარების ფონდს აპროტესტებს და ამბობს, რომ გადასახადების გადამხდელებმა დამატებითი დატვირთვა არ უდნა განიცადონ.

ევროგაერთიანების სხვა წევრები, საფრანგეთის ჩათვლით, მონდომებულები არიან რომ საბერძნეთი საერთაშორისო სავალუტო ფონდს დაუბრუნდეს.

ისინი ფონდს კრედიტის გაცემისკენ მოუწოდებენ, რადგან ევროკავშირის ფინანსურ სახლს საკმარისი სახსრები არ გააჩნია.

თუმცა გუშინ ევროპელმა ლიდერებმა სამოქმედო გეგმაზე შეთანხმება ვერ შეძლეს.

XS
SM
MD
LG