ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთში 20 აქტივისტი დააკავეს


ყირგიზეთის მთავრობის ოპოზიციის განცხადებით, პოლიციამ ბიშკეკში გამართული საპორტესტო აქციების დროს სულ ცოტა 20 აქტივისტი დააპატიმრა. ოპოზიციის წევრები იმ საპროტესტო აქციაში იღებდნენ მონაწილეობას,რომელიც პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევის მიერ გამართული სამთავრობო კონფერენციის საწინააღდეგოდ იყო მიმართული. ყირგიზეთის ოპოზიციის ლიდერის თემირ სარიევის განცხადებით, პოლიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება დაუნდობელი და ძალადობრივი ხერხებით მოხდა.
XS
SM
MD
LG